{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2842?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2842?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2842?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2842",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2842,
    "ID" : 2842,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ნაგებობა გეგმარებაში ისრის ფორმისაა, რაც მისი განთავსების ადგილით განისაზღვრება. კუთხის სახლი მთავარ და ნახევრად დაფერდებულ ქუჩებს კრავს, რაც  საბოლოოდ, ნაგებობის გეგმარებით თუ საფასადე გადაწყვეტის თავისებურებებს განაპირობებს. არსებული ქუჩის განაშენიანებაში ძეგლი ყველაზე მაღალი და თავისი მასშტაბითაც გამორჩეულია. აგურით ნაგები შენობა, სამი სრული და ერთი ნახევრადსარდაფული სართულით, უკანა მხარეს კი მცირე ეზოთი აშკარა დომინანტის როლს ასრულებს ქუჩის სტრუქტურაში. \nნაგებობის სამი სართული ერთმანეთისაგან იმიჯნება ჰორიზონტალური სარტყლებით, რომლებიც საფეხურებიანი კარნიზის სახეს ატარებს. შენობას ორ თანაბარ ნაწილად ჰყოფს სადარბაზოში შემავალი ცენტრალური ღიობი, რომელსაც შემორჩენილი აქვს რკინით დამუშავებული, ძველი ხის კარი. სადარბაზოს თავზე კი მეორე და მესამე სართულების სიმაღლეზე გამოსულია რკინის აივნები, რომლებიც ასევე გამყოფ ღერძს წარმოგვიდგენს. ასეთსავე აივნებს ვხვდებით ამავე სართულებზე, ნაგებობის მარჯვენა და მარცხენა კიდეებში. ცენტრალურ ფასადზე სარკმლები ჰორიზონტალურ რიგებად ლაგდება, ხოლო მათი მორთულობა და დეკორი, ისევე როგორც მთელი შენობის საერთო იერსახე, სადაა. აგურის წყობაში გამოყვანილი დეკორაციული მოტივები მთელ ფასადზეა გადათამაშებული. პირველი სართულის სარკმლების რიგი არაა მოპირკეთებულ-გაფორმებული, ხოლო მეორე და მესამე სართულების სარკმლების გადაწყვეტა სხვაგვარია. მეორე სართულის სარკმლებს ასრულებს ბოლოებგადანაკეცი წარბი, შუა საუკუნეების ხელოვნების წანაბაძი, ხოლო ფანჯრებს ქვემოთ დამუშავებული მცირე სიბრტყეებია მოცემული. რაც შეეხება მესამე სართულს, აქაც სადა დამუშავებასთან გვაქვს საქმე და გვხვდება მხოლოდღა, სარკმლის თავზე წარმოდგენილი, მცირე სოლისებრი შვერილი. საფასადო ნაწილის რკინის აივნები დეკორირებული მოაჯირებითაა წარმოდგენილი. \nრაც შეეხება ფასადის მეორე, ქუჩის ნაწილს, სადაც ნაგებობის სიმაღლე დაფერდების გამო ძალზე კლებულობს, აქ სარკმლების მეტად მცირე რიგია წარმოდგენილი. დაფერდებისდა მიხედვით, ასევე კლებულობს სართულების რაოდენობა. ცენტრალური ფასადის ორ, უკიდურეს მხარეს მოცემულია ნახევრადსარდაფულ სართულზე ჩასასვლელი კიბეები. ამავდროულად, მთელ ფასადს ძირზე დაუყვება ამავე სართულის სასინათლო სარკმლები. \nნაგებობის მარცხენა მხარეს მოცემულია ეზოში შესასვლელი ვრცელი \"დერეფანი\". ამავე ნაწილის ფასადი სრულებით სადაა და მასში მხოლოდ რამდენიმე ფანჯარაა გაჭრილი. მცირე ზომის შიდა ეზოში შემორჩენილია აივნებისა და შუშაბანდების სტრუქტურა, რომელთაგან ეს უკანასკნელი გალესილი სახით წარმოგვიდგება, ხოლო აივნები, თავისი მოაჯირებითა და კარნიზებით, გაფორმებულია დეკორაციული ელემენტებით. შენობის ეზოშივე შემორჩენილია ძველი ქვის კიბე, თავისი რკინის მოაჯირებით. ნაგებობის გადამხურავ მასალად გამოყენებულია თუნუქი.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5174",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჩხეიძე ნინოს ქ./46.კუმისის ქ./2",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.809924100000003,
    "Y" : 41.699647849999998
  }
}