CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2837
ObjectID: 2837
ID: 2837
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: XX საუკუნის დასაწყისიში აგებული შენობა შეულესავი, წითელი აგურის ფასადებით და მოდერნის ესთეტიკის მიხედვით დამუშავებული, მაღალი სადარბაზოს კარით იქცევს ყურადღებას. გეგმარებით ხაზოვანი, ორსართულიანი შენობა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს. მოსწორებულ რელიეფზე მდგომი სახლი ცენტრალური, ჩრდილოეთის ფასადით გამოდის ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე. გვერდითა ფასადები მეზობელ განაშენიანებას ებჯინება და აგურის წყობით ამოყვანილ ყრუ კედლებს წარმოადგენს. შენობის ზურგის, ანუ სამხრეთ ფასადის მიმოხილვა ვერ მოხერხდა, რადგან ეზოში შემავალი ჭიშკარი ისევე, როგორც სადარბაზო შესასვლელი, დაკეტილი იყო. საფასადე კომპოზიცია მწყობრი და სიმეტრიულია. კლასიკურად დანაწევრებული ფასადი ჰორიზონტალური და ვერტიკალური ღერძების პერპენდიკულარულ კვეთაზეა აგებული. ვერტიკალური დანაწევრებიდან აღსანიშნავია შენობის მთელ სიმაღლეზე ატყორცნილი კოლოსალური პილასტრების წყვილი, რომლებიც კიდურა ფრთების კვაზი რიზალიტურ შვერილებს წარმოქმნის. სწორედ განაპირა ფრთებშია მოთავსებული ეზოში შემავალი სწორკუთხა ჭიშკარი (დაკარგულია ავთენტური ალაყაფის კარი), რომლის თავზეც ნახევარსართულია დამატებული წყვილი სარკმლითურთ; მარჯვენა ფრთას თაღოვანი სადარბაზო შესასვლელი იკავებს. ეს უკანასკნელი მოდერნულად წაგრძელებული, მრუდხაზოვანი ჩუქურთმებითა და ყვავილოვანი მოტივებით გაფორმებული ხის კარით, ფასადის ძუნწი მხატვრული დამუშავების ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია, აგურის წყობაში გამოყვანილ, ღიობთა ბრტყელი თავსართებისა და აივანთა მოაჯირების სადად გადაწყვეტილ კომპოზიციებთან ერთად. შენობის ფასადის ჰორიზონტალურ დანაწევრებაში მონაწილეობს შენობის ქვით მოპირკეთებული და სარდაფის ნახევარსარკმლებით დაყოფილი ცოკოლი, ერთნაირად პროფილირებული სართულშუა თარო, კარნიზი და ფასადის დამაგვირგვინებელი ყრუ, სრულიად სადა პარაპეტი. შენობის ცენტრალური კედლის სიბრტყეები, პირველი სართულის წყვილი ფრანგული აივნით (რკინის აჟურული მოაჯირებით), მეორე სართულზე შეკიდული ღია, სწორკუთხა ფორმის წყვილი აივნით (რკინის აჟურული მოაჯირებითა და მოგვიანებით დამონტაჟებული უსახური წინფრებით) და თანაბარზომიერად განთავსებული ღიობებით არის დანაწევრებული. ერთნაირი კომპოზიციური სისადავე და თავშეკავებული მხატვრული დამუშავება ახასიათებს ფასადის სწორკუთხა ღიობთა გადაწყვეტას - ყველა ღიობი, სართულის განურჩევლად, ამობრუნებული ტრაპეციის ფორმის თავსართებით არის შემკული, გარდა ჭიშკრის თავზე გაჭრილი წყვილი სარკმლისა. შენობის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სერიოზული დაზიანებების გარეშე. მეტწილად შენარჩუნებულია შენობის ფასადის ავთენტურობაც, თუ არ ჩავთვლით გამოცვლილ ალაყაფის კარს, პირველი სართულის ე. წ. ფრანგულ აივნებს და მეორე სართულის აივანთა მოგვიანებით დამონტაჟებულ წინფრებს. ქუჩის მხატვრულ-ისტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5369
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./36ა
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8042274
Y: 41.70592952