CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2835
ObjectID: 2835
ID: 2835
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი მდებარეობს უზნაძისა და წერეთლის ქუჩის კუთხეში. შენობა ორსართულიანია, ნაგებია აგურით და შელესილია და შეღებილია მოყვითალო ფერის საღებავით. გადახურულია ლითონის ფირფიტებით. შელესილობა ზოგიერთ ადგილას დეკორატიულ ხასიათს ატარებს. მაგ., რუსტიკის ეფექტით. სახლს აქვს მანსარდა, რომელიც მცირე ზომის, შეწყვილებული სარკმლებით იხსნება წერეთლის ქუჩის მხარეს. შენობა ორსართულიანია. მთავარი ფასადი წერეთლის ქუჩაზე გამოდის. პირველი სართული ერთმანეთის გვერდით თანაბარზომიერი რითმით განლაგებული სწორკუთხა, ფართო სარკმლებითაა დანაწევრებული. აქვეა შენობაში მთავარი შესასვლელი სწორკუთხა კარით, რომელიც სადარბაზოში შეუძღვება შემსვლელს. ფასადის მარცხენა მხარეს გაჭრილია დიდი სწორკუთხა კარი, რომლის მეშვეობითაც სახლის შიდა ეზოში მოხვედრაა შესაძლებელი. შიდა ეზოს მხარეს სახლი შუშაბანდით იხსნება, რომელზეც აღსანიშნავია ხის ელემენტები და ლითონის კიბე. სადარბაზოს მთავარი შესასვლელის თავზე გამოდის სწორკუთხა მოცულობის ერკერი, რომელიც სარკმლით იხსნება და ლითონის შპილებით დასრულებული ლითონისვე ცხაურებით სრულდება. ფასადის გაფორმება კლასიცისტური და რენესანსული ელემენტების მატარებელია (სარკმლების მოჩარჩოება, თავსართები, პარაპეტის დეკორატიული გაფორმება). შენობის მხატვრულ ღირებულებას მის არქიტექტურულ-გეგმარებით და ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად, სწორედ მისი ფასადის მხატვრულ-სტილური გადაწყვეტა წარმოადგენს. ძეგლის ღირებულებიდან გამომდინარე, მასზე დასაშვებია მხოლოდ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5239
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: უზნაძე დიმიტრის ქ./33.წერეთელი სოსოს ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80027415
Y: 41.70435656