CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2833
ObjectID: 2833
ID: 2833
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი 1857 წელს აიგო მეფისნაცვალ მ. ვორონცოვის დაკვეთით საჩუქრად მისი დისშვილისათვის. ორსართულიანი ნაგებობა ძველი აგურითაა ნაშენი, შელესილია და შეღებილი. ფასადის მხატვრულ გაფორმებაში ბაროკოსა და როკოკოს სტილებით შთაგონება იგრძნობა. კომპოზიცია სიმეტრიულია. პირველ სართული სწორკუთა სარკმლების და სადარბაზოს ხის წყვილი კარების ღიობებით ნაწევრდება. ღიობებს შორის კედლის სიბრტყის პილასტრებია, რომელთა ტანი ხაოიან რუსტირებას წარმოადგენს და მეტ დეკორატიულობას სძენს ფასადს. მეორე სართული რიტმულად იყოფა სარკმლებისა და ლითონის აივანზე გამავალი კარის ღიობით. შენობის კდეებში სარკმელბი წყვილადაა გაჭრილი, ხოლო კიდევ თითო აივნის კარის ფლანკირებას ახდენს. განაპირას მოცემული სარკმლების თავზე რელიეფურად მოცემული სტილიზებული მცენარეული ორნამენტია. მას ემატება ღიობებს ქვემოთ მართკუთხა ნიშები. აივნისკენ გამავალი კარებისა და სარკმლების შემკულობა ნაძერწი ონამენტების გარდა ფრონტონებითაც გამოირჩევა. კარს სამკუთხა ფრონტონი გამოყოფს, სარკმლებს -მშვილდისებრი. აივნის აქეთ-იქით, ისევე, როგორც შენობის კუთხეებში კორინთული პილასტრებია. პილასტრების კაპიტელების აკანთის ფოთლებში მცირე ზომის ბიუსტებია ჩართული. კიდევ უფრო დეკორატიულს ხდის ფასადს კარნიზის ქვეშ მოცემული, ფოთლის რელიეფური გამოსახულებით შემკული კრონშტაინები. ნაგებობას ასრულებს პროფილირებული კარნიზი და მართკუთხა ნიშებით დანაწევრებული პარაპეტი. ფასადის მამკობი მცირე დეკორატიული ელემენტების გარადა, აღსანიშნავია სადარბაზოს წყვილი კარის ლითონის ცხაური და წყვილედი წინფრა. დღესდღეობით შენობაში არავინ ცხოვრობს. სადარბაზოს კარის ცხაურის მიღმა გადაღებული ფოტოს მიხედვით ჩანს, რომ აქ შემორჩა ძველი ხის კიბე. არსებული ცნობით, ინტერიერში შემორჩენილია ნაგებობის თანადროული ბუხარი. შენობას აღენიშნება ბზარები, ჩამოშლილია ბათქაში. მისი ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნაგებობა საჭიროებს შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარებას მისი ავთენტურობის დაცვის გათვალისწინებით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4304
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: რომის ქ./21
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი, 1857წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.80368047
Y: 41.70496489