CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2832
ObjectID: 2832
ID: 2832
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ორსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. "ქართული აგურით" და გეგმაში ლათინურ "უ"-ს წარმოადგენს. ის საერთო განაშენიანებაშია ჩართული და მთავარი შელესილი და შეღებილი ფასადით გ. სუნდუკიანის ქუჩაზე გადის. ასიმეტრიული ფასადის კიდეები მსუბუქი რიზალიტითაა აღნიშნული. მარჯვენა რიზალიტის სიმეტრიის ღერძზე გაჭრილია შიდა ეზოში შემავალი სწორკუთხა გვირაბი, რომელსაც ლითონის აჟურულმოაჯირიანი ჭიშკარი აქვს შებმული. გვირაბის ორსავ მხარეს სადარბაზოს სწორკუთხა კარებია (მარცხენა პირველ სართულს ემსახურება, მარჯვენა კი - მეორეს). ორივე მათგანს ორქანობა გადახურვის მქონე, ლითონის აჟურული წინფარები აქვს მიდგმული. თავდაპირველი სახით მხოლოდ მარცხენა, ხის კარია შემორჩენილი, მარჯვენა კი ახალი, ლითონის კარითაა ჩანაცვლებული. კარის ღიობთა გარშემო კედელი ხაოიანი ზედაპირის მქონე რუსტებითაა შემოსილი. გვირაბის ასწვრივ არსებული კედელი კი გლუვია და მის ცენტრში ნაძერწი საჭექი ქვაა დასმული. მარჯვენა მხარეს პირველი სართულის ფარგლებში რიზალიტის გლუვ კედელში ორი სწორკუთხა ფანჯარაა გაჭრილი, საკუთრივ რიზალიტის განაპირა ნაწილებში კი ხაოიანზედაპირიანი პილასტრებია მოთავსებული. ხსენებული სართულის რიზალიტებს შორის გლუვი კედელი ქვემოდან ცოკოლის შვერილით არის აქცენტირებული, ზედა ნაწილში კი სამი, მშვილდათაღოვანი ფანჯარაა გაჭრილი. პირველი სართული შვერილი კარნიზითაა დასრულებული. მეორე სართულის დონეზე განაპირა რიზალიტები, მარცხნივ ორი, მარჯვნივ კი სამი ღიობით ნაწევრდება. მარჯვენაში ცენტრალური კარის ღიობია, რომელსაც მიდგმული აქვს ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანი, განაპირები კი ფანჯრისაა. უკანასკნელთა შუაკედლისებზე და განაპირა ნაწილებში აყოლებულია კორინთული კანელურებით დაღარული, გლუვი პილასტრები. საკუთრივ ღიობთა ასწვრივ კი სანდრიკებია მოთავსებული. შუა სანდრიკის ცენტრში აპოლონის ნაძერწი თავია მოთავსებული. სართულის მარცხენა, ორი ფანჯრით დანაწევრებული რიზალიტის ნაწილი, გვერდებში ასევე, მსგავსი პილასტრებითაა ფლანკირებული, ღიობთა ასწვრივ, აქაც სანდრიკებია. მეორე სართულის რიზალიტებსშორისი სამი, სწორკუთხა ფანჯრით დანაწევრებული კედელი გლუვია, მის ერთადერთ სამკაულს ფანჯარათა ასწვრივ მოთავსებული სანდრიკები წარმოადგენს. მთლიანად ფასადი პროფილირებული სარტყელით და მასზე დაბჯენილი ფრიზით სრულდება, რომელშიც საგრძნობი დისტანციითაა დასმული პატარა კრონშტეინები. საკუთრივ კრონშტეინებს ეყრდნობა ფრიზის დამაგვირგვინებელი კარნიზი. რიზალიტების ნაწილში, კარნიზი მაღალი კედლებით გრძელდება, რომლებსაც წინ მშვილდათაღოვანი ფრონტონები აქვთ გაკეთებული. ფრონტონთა ტიმპანებში წრიული მოხაზულობის მედალიონებში ჩასმული, ლომის სკულპტურული თავებია მოთავსებული. მედალიონების ორსავ მხარეს არსებული კედლის გლუვი ნაწილები კი ნაძერწი გირლიანდებითაა დამშვენებული. ფრონტონებს შორის კარნიზი პარაპეტით სრულდება. ეზოს მხარეს, ოდესღაც არსებული, ღია აივნების დიდი ნაწილი ამჟამად, შემინულია, ნაწილობრივ, ამოშენებულიც. შენობა გადახურულია თუნუქით. ქუჩაზე გამავალი, ეკლექტური ფასადი რენესანსულ და ბაროკულ სტილთა ნაზავს წარმოადგენს. სახლი აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის მიწურულში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4900
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სუნდუკიანი გაბრიელის ქ./15
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80281028
Y: 41.70517493