CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2831
ObjectID: 2831
ID: 2831
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი მდებარეობს აღმაშენებლის გამზირზე. იგი ლოგიკურად აგრძელებს ქუჩის განაშენიანების ჰორიზონტს და ერთ-ერთი რიგითი რგოლის როლს ასრულებს მასში. სახლი ორსართულიანია, ნაგებია აგურით, შელესილია და შეღებილი. პირველ სართულზე პასაჟია, სადაც სავაჭრო დანიშნულების ობიექტები მდებარეობს. აქვეა ეზოში და სადარბაზოში შესასვლელი კარები (სადარბაზოს ხის, ხოლო ეზოს ლითონის, ფართო სწორკუთხა ჭიშკარი). ეს სართული შეღებილია და ნაწილობრივ გადაკეთებულიც, რის შედეგადაც შენობის ამ ფრაგმენტის ავთენტური სახე დარღვეულია. მეორე სართულზე მოცემულია 5 ფანჯარა, რომლებსაც სადა, რამდენიმეპროფილიანი საპირე შემოევლება და ერთი აივანი, რომელსაც ლითონის აჟურული ორნამენტები ამშვენებს. სარკმლებს შორის ფასადზე განაწილებულია პროფილირებული პილასტრები. მეორე სართულს ასრულებს პარაპეტი. შენობა შიდა ეზოდან შუშაბანდით იხსნება, სადაც აღსანიშნავი ხის ელემენტაბი და ლითონის კიბეა. სახლს ორი მინაშენი აქვს. რაც შეეხება სადარბაზოს, აქ აღსანიშნავია დეკორატიული იატაკი, ლითონის მოაჯირი და ქვის კიბე. საცხოვრებელი სახლი მნიშვნელოვანია ქალაქგეგმარებითი, არქიტექტურული და მხატვრული თვალსაზრისით. მასზე ჩასატარებელი სამუშაოები უნდა განისაზღვროს საკონსერვაციო/სარესტავრაციო მიზნით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4232
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./70
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79850628
Y: 41.70746864