CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2826
ObjectID: 2826
ID: 2826
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობას ლათინური ასო U-ს ფორმის გეგმა აქვს. იგი ქართული აგურითაა ნაგები, ორსართულიანია და მთავარი ფასადით დავით აღმაშენებლის #91-ის ეზოში და გვერდითი ფასადით ჩიხში გადის. მთავრი ფასადი სადაა, სართულებს ერთმანეთისაგან პროფილირებული სარტყლები ყოფს და მართკუთხა ღიობებით ნაწევრდება. II სართულზე ცენტრში ფასადს გვიანდელი, უსახური ლითონის აივანი აქვს. გვერდითი აივნები დაკარგულია, მხოლოდ კარის ღიობებია შემორჩენილი. გვერდითი ფასადი წაგრძელებულია და როგორც აღვნიშნეთ, ჩიხში გადის. I სართული შელესილია (ღარებიანი) და სართულშუა პროფილირებული სარტყელი გასდევს. II სართული შეულესავია. I სართული მართკუთხა ღიობებით ნაწევრდება. II სართულზე ორი შეკიდული აივანია: ერთი - ლითონის, მეორე - უფრო მოზრდილი შეფიცრული. ფასადოს ბოლოს ეზოში გასასვლელი გვირაბია ლითონის უსახური ჭიშკრით. გვირაბის გვერდით, ეზოში, სადარბაზოს ვიწრო კარია. ეზოში სხვადასხვა დროის მინაშენებია. მხოლოდ II სართულის ნაწილშია შემორჩენილი ხის აივანი, რომელსაც პირვანდელი სახე დაკარგული აქვს. ეზოს ფასადები საკმაოდ სახეცვლილია და დამახინჯებული გვიანდელი გადაკეთებების გამო. მთავარი ფასადის და ჩიხში გამავალი ნალესობა დაზიანებულია. შეინიშნება სინესტის კვალი. სერიოზული კონსტრუქციული ბზარები არ ჩანს, თუმცა ეზოს ფლიგელები გადაკეთება-დაშენების და კომუნიკაციების გაუმართაობის გამო ამორტიზირებულია.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./91 ა
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79751388
Y: 41.71034011