CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2824
ObjectID: 2824
ID: 2824
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ერთსართულიანი შენობა, გეგმაში ლათინურ "L"-ს წარმოადგენს და ე.წ. "ქართული აგურითაა" აგებული. კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე გამავალი, ჰორიზონტალურად წაგრძელებული ფასადი სარდაფის სართულით არის ამაღლებული. ქუჩის დაფერდების გამო (მარჯვნიდან მარცხნივ), სარდაფის გლუვი კედელი დიაგონალურად არის მიწის ქვეშ მოქცეული, ხოლო, მარცხენა ნაწილისკენ თითქმის, მთლიანად მიწის ზემოთაა ამოსული. სარდაფის კედლის მარცხენა, განაპირა ნაწილში კარის, და მის ორ მხარეს განთავსებული, თითო ფანჯრის ღიობია. აღნიშნული მონაკვეთი კომერციულადაა ათვისებული (მასში განთავსებულია შ.პს. "დავითი"). კედელი აგურისმაგვარი ფილებითაა დაფარული და მუქ ბორდოსფრადაა დაფერილი, ზემოდან კი პლასტიკატის აბრა აქვს მიდგმული, ობიექტის სახელითა და სარეკლამო ტიპის ტექსტებით. უშუალოდ, კომერციული ფართის მარჯვენა მხარეს სადარბაზოს ხის კარია, კარის მარჯვნივ სარდაფის კედელში კი პირველი სართულის ფანჯარათა ჩამოსწვრივ, სხვადასხვა ზომის სწორკუთხა სარკმლებია გაჭრილი. მეცხრე სარკმლის შემდეგ ფასადის მეორე სადარბაზოს ხის კარია. მის მარჯვნივ კი სარკმლის გაფართოვების შედეგად მიღებული, სარდაფში ჩასავლელი კიბეა მოწყობილი, რომელსაც მსუბუქი კონსტრუქციის მქონე გადახურვა აქვს მიდგმული. სარდაფის დარჩენილ კედელში კიდევ ერთ სწორკუთხა სარკმელია. ფასადის პირველი სართულის კედელი ჰორიზონტალური ხაზებითაა დასერილი, მასში გაჭრილი სწორკუთხა ღიობები სამი მხრიდან პროფილირებული ჩარჩოებითაა შემოფარგლული. მარცხნიდან მეორე, კარის ღიობია და მიდგმული აქვს ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანი, რომლის ნახევარსაც, ზემოთ ხსენებული აბრა ფარავს. ფანჯრის ღიობთა ქვედა მოჩარჩოების როლს პროფილირებული თაროები ასრულებს. ყოველი მათგანის თავზე კი საჭექი ქვებია მოთავსებული ფოთლოვან ზედაპირზე დასმული, მამაკაცის თავების გამოსახულებებით. სართული პროფილირებული კარნიზით სრულდება, რომელსაც ვიწრო კარნიზით დასრულებული პარაპეტი მოსდევს. პარაპეტის გლუვი კედელი სწორკუთხა ჩაღრმავებებითაა აქცენტირებული. კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე გამავალი ფასადის გადაწყვეტა ზემოთ აღწერილის იდენტურია. სარდაფის გლუვი კედლით ამაღლებულ ფასადს შვიდი ღიობი ანაწევრებს. მათგან მარჯვენა, განაპირა ღიობი კარისაა და ზემოდან ლითონის, ორქანობა წინფარათია დამშვენებული. ფასადის მარცხენა, განაპირა ნაწილში ფანჯარა ამოშენებულია. კ. მარჯანიშვილის და გ. ჩუბინაშვილის ქუჩათა გადაკვეთაზე არსებულ, ვიწრო ფასადზე მხოლოდ ერთი სარკმელია. გ. ჩუბინაშვილის ქუჩაზე გამავალი ფასადის მარჯვენა ნაწილში ლითონის ჭიშკარია მოთავსებული და მისი მეშვეობით, შიდა ეზოში მოხვედრაა შესაძლებელი. ეზოს მხარეს, ოდესღაც არსებული, ხის, ღია აივნები, მეტწილად, ზოგან ამოშენებული, ზოგან კი შემინულია. დღემდე ეზოში შემორჩა წრიული მოხაზულობის, ძველი შადრევანი, თუმცა, ამჟამად, ის მიწითაა ამოვსებული და ცენტრში დარგულ მცენარეს (პალმას) ვხედავთ. სახლი აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ფასადთა გაფორმებაში შეინიშნება კლასიციზმისა და ბაროკოს ნიშნები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4614
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩუბინაშვილი გიორგის ქ./18.მარჯანიშვილი კოტეს ქ./40
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80219801
Y: 41.71180995