CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2821
ObjectID: 2821
ID: 2821
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-19 საუკუნის დასასრულს აგებული ორსართულიანი ნაგებობა ძველი აგურითაა ნაშენი და შელესილია. ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია და სადა. პირველი სართული აქ განთავსებული სამხატვრო გალერეის მინის ვიტრინებს ეთმობა. შენობის სადარბაზოს სივრცე დღესდღეობით, ასევე გალერეის ფართსაა მიერთებული. ამდენად, გაუქმებულია სადარბაზო, აღარ არსებობს ბოლო წლებამდე შემორჩენილი სადარბაზოს კარი, წინფრა და ხის კიბე. მეორე სართული პირველისგან განსხვავებით ინარჩუნებს თავდაპირველ იერს. იგი თანაბრად ნაწევრდება 4 სარკმლითა და ცენტრში მოცემული, ლითონის აივანზე გამავალი კარის ღიობით. შენობა სრულდება პარაპეტით. ეზოს მხრიდან შემორჩენილია ხის გალერეა ხისავე კრონშტაინების რიგით და კიბე, რომელიც ამავე ეზოში მომიჯნავე შენობას ერწყმის და ერთიან ორგანიზმს ქმნის მასთან ერთად. ზოგადად, შენობის მდგომარეობა ცუდია, რაზეც ჩამოცვენილი ბათქაში და ბზარები მეტყველებს. იერნაცვალი პირველი სართულის მიუხედავად, შენობა საგულისხმო როლს თამაშობს ქუჩის განაშენიანებაში და საჭიროებს რეაბილიტაციას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4057
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./23
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>სილამაზის სალონი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80339025
Y: 41.70352688