{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2820?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2820?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2820?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2820",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2820,
    "ID" : 2820,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "XIX საუკუნის შუახანების ეს შენობა ერთ-ერთი საყურადღებო ძეგლია და აკადემიურ-მოდერნული ფასადებით გაწყობილ ი. ჯავახიშვილის მოედნისა და ქუჩის დასაწყისის ეკლექტურ-მოდერნული განაშენიანებისაგან ადგილობრივი სამშენებლო ტრადიციების მკაფიო გამოვლენით იქცევს ყურადღებას, რადგან მისი სამხრეთ-აღმოსავლეთის მთავარი ფასადები, ი. ჯავახიშვილის ქუჩისა და ი. ჯავახიშვილის მოედნის მხარეს, ორი დიდი შეკიდული და გადახურული აივნით არის გახსნილი. \nგეგმარებით ხაზოვანი შენობა აღმოსავლეთით ოდნავ დაქანებულ რელიეფზე დგას და განიერი პოპორციებით გამოირჩევა, რაც მით უფრო თავლსაჩინო ხდება მეზობელი განაშენიანების ფონზე. აგურით ნაშენი ორსართულიანი სახლი გლუვად შელესილი კედლებითაა წარმოდგენილი, მის ერთადერთ საფასადე სამკაულს აღნიშნული აივნების მაღალმხატვრული ჭვირული მოაჯირები და სვეტისთავებზე გადაყვანილი ჭვირული თაღები წარმოადგენს. \nშენობას აღმოსავლეთ ფასადს ქვემოთ სრულიად შესანიშნავი, კამაროვანი გადახურვის დარბაზული სარდაფები აქვს (მათი სიმაღლე დაახლ. 4 მეტრია), რომლებში ჩავსლა ქვის წყობაზე დამაგრებული რკინის კიბეებით არის შესაძლებელი. \nშენობის შესასვლელები მოედნის ფასადის მხარესაა მოქცეული, როგორიცაა აივანს მიდგმული ხის კიბე და მარჯვენა ფლიგელში დამატებული ეზოს ჭიშკარი. მონგრეულია ჭიშკარზე გადაყვანილი აგურის ნაშენი თაღი, დაკარგულია ჭიშკრის ავთენტური ალაყაფის კარიც. შიდა ეზოს შენობის ჩრდილოეთ ფასადი გადაჰყურებს, ღია აივნების უწყვეტი რიგით. აივნების მოაჯირები ყრუდ შეფიცრულია; პირველი სართული ძირითადად ამოშენებულია. ჩაკეტილი ტიპის ეზო მომცროა, მასში განახლებულია ასფალტის საფარი. \nშენობის ფიზიკური მდგომარეობა ცუდია, რადგან სახურავი და წყლის სადინრები ცუდად შეკეთებულია და წყალი კვლავ ჩამოდის ჭერიდან. ეზოს მხარეს მოქცეული სარდაფების სიმაღლე დაახლ. 2,40 მეტრია, მათი უმრავლესობა ნესტით დაზიანებულია. ქუჩის მხრიდან დაზიანებულია საფასადე ნალესობა, შეინიშნება მრავლობით ბზარები. ცუდ დღეშია შენობის ავთენტური მხარეც, განსაკუთრებით, სამხრეთ ფასადის პირველი სართულია შელახული, რომელშიც თვითნებურად გაჭრილია სარკმლები და კარებები. ამოშენებული და დავიწროვებულია მეორე სართულის ალათებგამოცვლილი სარკმლებიდან ერთ-ერთი. ქუჩის ისტორიულ-მხატვრული მთლიანობის დაცვის მიზნით, აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5354",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჯავახიშვილი ივანეს ქ./1",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.806559579999998,
    "Y" : 41.703460999999997
  }
}