ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2818
ObjectID: 2818
ID: 2818
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული ორსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. "ნიკოლოზის აგურით" და გეგმით ლათინურ "უ"-ს წარმოადგენს. ის ქუჩის საერთო განაშენიანებაშია ჩართული და მთავარი ფასადით ნ. გოგოლის ქუჩაზე გადის. ფასადის კომპოზიცია, თავდაპირველი ჩანაფიქრით, მკვეთრად სიმეტრიული იყო, თუმცა ამჟამად, პირველი სართულის გადაკეთების გამო, მისი მთლიანობა დარღვეულია. პირველი სართულის სიმეტრიის ღერძზე შიდა ეზოში შესასვლელი სწორკუთხა გვირაბია გაჭრილი, რომელსაც საფასადო მხარეს ლითონის ჭიშკარი აქვს შებმული. გვირაბის თავზე არსებული, გლუვი კედლის ცენტრში ლომის სკულპტურული თავია მოცემული. გვირაბის ორსავ მხარეს, პირველი სართული სწორკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული. მარცხნიდან პირველი, მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე კარის ღიობებია და თავდაპირველი ფანჯრების გაფართოვების შედეგადაა წარმოქმნილი. პირველი სართული კომერციულადაა ათვისებული (სართულის მარჯვენა, განაპირა ფანჯრის ქვეშ სარდაფში ჩასასვლელი კიბეა გაკეთებული, რომელსაც ფასადის მიმართ პერპენდიკულარულად განთავსებული შეულესავი ბლოკის წყობით ამოყვანილი მოაჯირები აქვს). სამი მხრიდან სადა პროფილის მქონე ღიობები ქვედა ჰორიზონტალურ ნაწილში საერთო სარტყელითაა მოჩაჩოებული (ფანჯარათა გაფართოვების გამო, ცხადია, შესაბამის ნაწილში სარტყელი წყდება). სარტყელის ქვეშ, უწინ, ყოველი ფანჯრის ჩამოსწვრივ კედელში ორი საფეხურით შიგნით ჩაწეული უბეები იყო, ამჟამად, მხოლოდ ორია დარჩენილი. სარტყელის დონიდან შუაკედლისებს ხაოიანი ფაქტურის მქონე რუსტების მწკრივით შედგენილი პილასტრები აუყვება. სართული ჰორიზონტალური სარტყელითაა დასრულებული. თავშეკავებულ, ზომიერად მორთულ პირველ სართულთან შედარებით, მეორე სართული უფრო დახუნძლულად გამოიყურება. აქ გვირაბის ასწვრივ, ცენტრში გაჭრილი ფანჯარა სართულის სხვა სწორკუთხა სარკმლებზე ორჯერ განიერია. მის ორსავ მხარეს ოთხ-ოთხი ღიობია მოთავსებული. შუა ორ ღიობს წინიდან ლითონის სწორკუთხა აივნები აქვს მიდგმული. აივნების მოაჯირები ლითონის ბადეებითაა შედგენილი, საკუთრივ ბადეებს კი უკნიდან ლითონისავე ფირფიტები აქვთ აფარებული. სართულის ყველა ღიობს სამი მხრიდან არშია ევლება, ქვედა მოჩარჩოების როლს კი კედლის სიგრძეზე გავლებული სარტყელი ასრულებს. ფანჯარათა ჩამოსწვრივ არსებული, შვერილი ჩარჩოების გულებში ჩასმულია ნაძერწი გირლიანდები. მხოლოდ ცენრტალური, განიერი ფანჯრის ქვეშ არსებული, იმავე მონაკვეთის ცენტრში ნაძერწი ლარნაკია მოთავსებული, რომელიც ორივე მხარეს ტალღისებურ-ესისებური მცენარეული ორნამენტით გრძელდება. შუაკედლისებს ბრტყელი, კანელურებით დაღარული და "კორინთული" კაპიტელებით დასრულებული პილასტრები მიუყვება. კაპიტელებს შორის ღიობთა ზედა მოჩარჩოებათა ცენტრში კი ფოთლოვანი ორნამენტით დაფარული საჭექი ქვებია მოთავსებული. მთლიანად ფასადი ვიწრო ფრიზით და მის ფარგლებში გავლებული, და მასზე ერთი საფეხურით წინ გამოწეული პროფილირებული ორმაგი კარნიზით სრულდება. აქედან პირველში, ხსენებულ პილასტრთა ასწვრივ კრონშტეინებია მოთავსებული. კარნიზის თავზე კი დაბალი პილასტრებითა და მათ შორის ჩასმული სწორკუთხა შვერილი კედლებით გართულებული პარაპეტია. სახლი ეზოს სამი მხრიდან ფარგლავს, მეოთხე ნაწილში კი მეზობელი სახლის ეზოს კედელია. ეზოს მხარეს არსებული ხის, ღია აივნების დიდი ნაწილი ამჟამად, ამოშენებული ან შემინულია. სახლი გადახურულია თუნუქის სახურავით. იგი XX საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული. მთავარი ფასადის მხატვრული სახე რენესანსული და ბაროკული არქიტექტურის სტილთა შერწყმის შედეგია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4047
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გოგოლის ქ./32
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური; სავაჭრო;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79763847
Y: 41.72030029