ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2815
ObjectID: 2815
ID: 2815
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლია, თუმცა, მესამე ნახევრადსარდაფის დონე მკაფიოდ ჩანს. კუთხის სახლია და ამის გამო, აქვს რთული გეგმარების მთავარი ფასადი. აღსანიშნავია, კუთხის არ არსებობა და ქუჩების კვეთის ნაწილში წაკვეთილი ფორმის გარშემოწერილობა, რომელიც ასევე აქტიურადაა დატვირთული არქიტექტურული დეტალებით. ნახევარსარდაფის დონე ნ. ჩხეიძის ქუჩის მხრიდან დანაწევრებულია მცირე ზომის ფანჯრების რიგით, შედარებით დიდი კვადრატული ფორმის ფანჯარაა კუთხის არეზე, სულიაშვილის ქუჩის მხრიდან კი ეს ქვედა ნახავარსარდაფის დონე გარე დაგეგმარებაში აღარ იკითხება. ნაგებობაზე მწირადაა შემორჩენილი ფსევდოკლასიცისტური ტიპის დეკორი, ის ძირითადად, სარკმლების და აივნების გარე მოჩარჩოების ზონებშია თავმოყრილი. იგულისხმება ბრტყელი, განიერი, შვერილი პილასტრებითა და სადა, პროფილირებული კარნიზებით შექმნილი მართკუთხა ჩაღრმავებული არეები, რომლებშიც ფანჯრებია განთავსებული. ჩხეიძის ქუჩის მხრიდან, პირველი სართულის ფანჯრების თავზე მოჩარჩოებას მრუდი მონახაზი აქვს. აღსანიშნავია, რომ ფასადის ამ მონაკვეთში შეცვლილია მარჯვენა ორი ფანჯრის ზომა (გადიდებულია) და გამოცვლილია კარ-ფანჯარა მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრით. ნაგებობის მთავარი ხიბლი მეორე სართულის აივნების რიგია. ოთხი აივანი, აქედან ორი ღია და ორი შემინული შუშაბანდის ტიპის მონაცვლეობით, რიტმულად გარშემოუყვება ნაგებობის ფასადის მთელ, ტეხილ ზოლს - ჩხეიძის მხრიდან (მარცხნიდან მარჯვნივ) ვიწრო, წაგრძელებული მართკუთხედის ფორმის შუშაბანდი, შემდეგ ფანჯარა, ღია აივანი კუთხის წაკვეთილ მონაკვეთზე, შემდეგ ისევ ფანჯარა (უკვე სულიაშვილის ქუჩის მხრიდან), უკვე უფრო მცირე ზომის შუშაბანდი, შემდეგ ეზოს ღიობი და შენობის დამაგვირგვინებელ მონაკვეთში ისევ ღია აივანი - ასეთია ზედა სართულის მხატვრული რიტმიკა, ნაგებობის მთავარ, მხატვრულ ღირებულებებს შორის გამორჩეული. აივნებისთვის ძირითადად, ხის მასალაა გამოყენებული. მოაჯირები ჭვირული ორნამენტებითაა შემკული, აქვს ასევე, ხის სვეტები, ორნამენტირებული ხის კარნიზები და კრონშტეინები კარნიზის არის გაყოლებაზე. აივნების ქვემოთ არსებული კრონშტეინები გვიანდელია და ამჟამად, მხოლოდ, ფუნქციური დანიშნულების, ლითონის საბჯენი ძელების სახე აქვს. ნაგებობას აბოლოვებს პარაპეტის ზოლი, რომელიც კუთხის არეზე დეკორატიული მორკალული ფორმისაა და საერთო მხატვრულ კომპოზიციაში ძლიერი ვიზუალური აქცენტის სახეს იძენს. სულიაშვილის ქუჩის მხრიდან ნაგებობა წყდება შიდა ეზოში შესასვლელის გახსნილი, სივრცითი მონაკვეთით და შემდგომ, ისევ გრძელდება. ამ მხრიდან ნაგებობის პირველი სართულის არეს ნალესობის ფენა თითქმის, მთლიანად გადაცლილი აქვს. ეზოს მხრიდან, სახლის კედელს დიაგონალზე მიუყვება გარე კიბე, რომელიც ზედა სართულზე ადის. ამჟამად, ის მთლიანად გადახურული და გვერდიდან დახურულია. ძლიერაა გადაკეთებული ეზოს შიდა სივრცე, თუმცა ცალკეული ძველი დეტალები ჯერ ისევ არსებობს - ხის კოჭები, ხის შუშაბანდი. ქუჩის მხრიდან ნახევრადსარდაფის დონის სართული, ეზოდან სრულად სარდაფია, შვიდი საფეხურის კიბე ეშვება შესასვლელისკენ და დაახლოებით 2,5 მეტრის სიმაღლისაა. ეზოს გაგრძელებაზე, სულიაშვილის ქუჩის მხრიდან შენობის ფასადზე ძველი დეტალები თითქმის აღარ არსებობს, მხოლოდ მე-2 სართულის დონეზე ფსევდო-კლასიცისტური ხასიათის დეკორატიული დეტალების ფრაგმენტებია შემორჩენილი. ნაგებობის ამ ნაწილში, პირველ სართულზე განიერი ნახეთქობა და ბზარებია გაჩენილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5168
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩხეიძე ნინოს ქ./26.სულიაშვილი დავითის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80875225
Y: 41.70173513