ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2812
ObjectID: 2812
ID: 2812
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი #38 მდებარეობს აღმაშენებლის გამზირსა და წერეთლების ქუჩის კუთხეში. შენობას მნიშვნელოვანი როლი უკავია ქალაქგეგმარებითი და ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურული თვალსაზრისით. შენობა ნაგებია აგურით, შელესილია და დაფერილი. აღმაშენებლის ქუჩისკენ გამომავავალი ფასადი ცენტრში ნახევარწრიული თაღით იხსნება, რომელიც ფრონტონისებრი გადახურვის მქონე ფილგელითაა დასრულებული. თაღის ორივე მხარეს სიმეტრიულად ნაწილდება კარ-სარკმლების ღიობები. მეორე სართული დანაწევრებულია სწორკუთხა ფანჯრების და ლითონის აჟურული აივნებით, რომელთა მონაცვლებაც თანაბარზომიერ რიტმს ქმნის. სახლს ორი სადარბაზო აქვს, რომელში მოხვედრაც მთავარი ფასადის მხრიდან გაჭრილი ორი სწორკუთხა კარითაა შესაძლებელი. ნაგებობის პირველი სართული სახეცვლილია მოგვიანო ხანის ჩარევებით (გახსნილია სხვადასხვა დანიშნულების მცირე სავაჭრო ობიექტები). ფასადი სტილური თვალსაზრისით ეკლექტურია და შეიცავს ე.წ. ეროვნული სტილის ელემენტებს, რაც სკულპტურულ შემკულობაში გამოიხატება (კარ-სარკმლების გარშემო გადასული დეკორატიული თაღედი, ორნამენტული შემკულობა და სხვა.). შენობას აქვს გეგმით სწორკუთა, მცირე მოცულობის შიდა ეზო. ნაგებობის ფასადის ლესვა და სკულპტურული მორთულობის შელესილობა ძლიერაა დაზიანებული. ძეგლის ღირებულებიდან გამომდინარე, მასზე დასაშვებია მხოლოდ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4214
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./38
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: ფუნქციის გარეშე; სავაჭრო; საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი; კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი;კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80138385
Y: 41.7045933