{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2806?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2806?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2806?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2806",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2806,
    "ID" : 2806,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ხუთსართულიანი აგურის შენობა 1950 წელს აიგო არქიტექტორ ი. ჩხენკელის მიერ. ნაგებობა ე.წ. სტალინური ამპირის სტილის ნიშნების შემცველია. შენობის აგებისას გათვალისწინებულია მისი მასშტაბი, მძლავრი ფორმები და იგი ქუჩის სიღრმეშია შეწეული, განგებ აცდენილია აქ მდებარე შენობების განლაგების ხაზს. ამ ხერხის მეშვეობით, ნაგებობა კარგად ეწერება ქუჩის განაშენიანებაში და არ ხდება მისი ,,ამოვარდნა\" საერთო რიტმიდან. თუმცა, ვიზუალური თვალსაზრით, იგი საკმაოდ განსხვავდება მიმდენარე ნაგებობების სტილისა და ხასიათისგან. \nქუჩის მხარეს მიმართული ფასადი სიმეტრიულია. პირველ სართულზე მძლავრ ბურჯებზე გადასროლილი თაღედია. რომელიც თითქოს მთელი შენობის ვიზუალურ საყრდენს წარმოადგენს. ზედა სართულების კედლის სიბრტყე ერთმანეთის თავზე განთავსებული სარკმლის ღიობებითაა დანაწევრებული რიტმულად. ამას ბოლო სამ სართულზე აივნების მწკრივი ემატება. მე-4 და მე-5 სართულების ცენტრალური სივრცე ნიშს წარმოადგენს ორნამენტული ფონით. აქ განთავსებულია 4-4 სარკმელი აივნებითურთ. ორივე სართულს ერთმანეთთან შეწყვილებული იონური ორდერის სვეტები აერთიანებს. სვეტები შეწყვილებულია და დამატებით გრეხილი ლილვით შემკული მთელს სიგრძეზე. ნაგებობას ასრულებს ორნამენტული ფრიზი და კრონშტეინების რიგი. შენობის გაფორმებაში გამოყენებული ორნამენტული მოტივები, უმეტესწილად, ძველი ქართული ხუროთმოძღვრებითაა შთაგონებული. ორნამენტული სარტყელი შემოუყვება ორივე სადარბაზოს ნახევარწრიულ საპირეს. სადაბაზოში თავდაპირველი სახითაა შენარჩუნებული ქვის იატაკიდა სადა ფორმის ლითონის მოაჯირი. \nნაგებობის უკანა, ეზოსკენ გამავალი ფასადი მოგვიანო მინაშენების მეშვეობით მნიშვნელოვნად შეცვლილია. ყველა სართულზე, თითქმის ყველა ბინის წინ დახურული, კვადრატული მინაშენია გაფართოვების მიზნით. მთლიანობაში, ნაგებობა კარგ მდგომარეობაშია, არ შეინიშნება არც ბზარები, არც სხვა რაიმე ტიპის დაზიანება. იგი თავისი არქიტექტურით კონკრეტული ეპოქის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს და მნიშვნელოვანი როლს თამაშობს, როგორც ქალაქის ისტორიულ-არიქტექტურულ განაშენიანებასა და იერსახის შექმნაში. ნაგებობა მემორიალური მნიშვნელობის მატარებილიცაა, აქ ცხოვრობდა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერიან მელქაძე, რის შესახებაც მემორიალური დაფა იუწყება.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4224",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./59a",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "1950 წ.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსავაჭრო;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1945-1960 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსავაჭრო;\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1945-1960 წწ. ქალაქური საცხოვრისი;მემორიალური \u003e\u003eპიროვნებასთან დაკავშირებული;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.799942469999998,
    "Y" : 41.706495889999999
  }
}