ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2803
ObjectID: 2803
ID: 2803
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი მდებარეობს მარჯანიშვილის ქუჩაზე. იგი ქუჩის სივრცული განაშეანების ერთ-ერთი რიგითი რგოლია და ლოგიკურად აგრძელებს მის ჰორიზონტს. შენობა სამსართულიანია. მე-3 სართული 2012 წელს განხორციელებული სარემონტო სამუშაოების შედეგად აქვს დაშენებული და ის საერთო აბრისით და კომპოზიციური წყობის მეორე სართულის მოხაზულობას იმეორებს. სწორკუთხა სარკმლები პროფილირებული საპირეებით და მცენარეულ ორნამენტში ჩართული მამაკაცის თავის მცირე სკულპტურული გამოსახულებებითაა შემკული. მესამე სართულის სარკმლებიც ამგვარდვეა გაფორმებული, მხოლოდ მამაკაცის თავის სკულპტურული გამოსახულებების გარეშე. ვიზუალური დათვალიერებისას კარგად ჩანს მათ შორის სხვაობა. შენობა აგურით არის ნაშენი, შელესილია და შეღებილი. სახურავის მასალად გამოყენებულია ლითონის ფირფიტები. შენობის I სართულზე პასაჟია, სადაც სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებია განთავსებული. მეორე და მესამე სართულების ფასადები, როგორც აღინიშნა, თითქმის ანალოგიურადაა გადაწყვეტილი, აქედანვეა ეზოში შესასვლელი დიდი სწორკუთხა ლითონის ჭიშკარი. ეზოს მხრიდან ფასადი შუშაბანდით იხსნება, სადაც აღსანიშნავია ხის დეტალები. სახლის სადარბაზოში შესასვლელი მარჯანიშვილის ქუჩის მხრიდანაა, ხის კარით. სადარბაზოში აღსანიშნავია ქვის კიბე, დეკორატიულად გაფორმებული იატაკი და ხის მოაჯირი. შენობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქუჩის ისტორიული იერსახის შექმნაში. მისი ქალაქგეგმარებითი და კულტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები უნდა განისაზღვროს სარესტავრაციო სამუშაოებით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4603
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მარჯანიშვილი კოტეს ქ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79571688
Y: 41.70874653