CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2802
ObjectID: 2802
ID: 2802
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-20 საუკუნის დასაწყისში აგურით ნაშენი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი შელესილია. სიმეტრიული კომპოზიიცის მქონე ფასადის დეკორატიული შემკულობა თავშეკავებულობით გამოირჩევა. პირველი სართულის ფასადი 5 სარკმლის, სადარბაზოს კარისა და ეზოში შესასვლელი სწროკუთხა ღიობის მეშვეობითაა დანაწევრებული. სარკმელების თავზე ლომის თავიანი მცირე სანდრიკებია მოცემული. მეორე სართული რიტმულადაა დანაწევრებული სარკმლებისა და ლითონის სწორკუთხა, აივანზე გამავალი კარის ღიობებით. მათი მამკობი სანდრიკები მცენარეული ორნამენტის გამოსახულებას წარმოადგებს. სარკმლებს ქვემოთ დეკორატიული სწორკუთხა ნიშებია მოცემული. სახლს აქვს ნახევარსარდაფი, რომლის ქუჩისკენ გამომავალი სარკმლის ღიობები სულ ახლახანს ამაღლდა და ძველი ჩარჩოები მეტალო-პლასტმასით შეიცვალა. შენობა კარნიზითა და პარაპეტით სრულდება. ეზოს მხრიდან ნაგებობა მომიჯნავე, რომის ქუჩის 11 ნომრის სახლს ერწყმის და ერთიან ორგანიზმს წარმოადგენს მასთან ერთად. მეორე სართულს, ახლად შეღებილი ფასადის მიუხედავად, შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი იერი ხის შემინული შუშაბანდის სახით, ხისავე სვეტებითა და კრონშტაინების რიგით კარნიზის ქვეშ. ზოგადად, ნაგებობის მდგომარეობა მძიმეა, ფასადზე მრავლადაა ცემენტით ამოლესილი ბზარები. ნაგებობა ავარიულია და საჭიროებს დროულ გამაგრებას. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიმდებარე ტერიტორიის ურბანულ ქსოვილში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4301
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: რომის ქ./13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80325433
Y: 41.7044349