CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 27
ObjectID: 27
ID: 27
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ერეკლე II-ის მოედნის 11 ორსართულიანი Г -ს ფორმის გეგმარების აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობით ნაგები ტიპური თელავური სახლია, რომელსაც შიდა მხარეს ხის კოლონებიანი გალერეა - აივანი გასდევს, რომელიც გაულესავ აგურის სვეტებს ეყრდნობა. სახლის საფასადე კედლები გალესილია და კარ-სარკმლების ირგვლივ მოცულობითი ლილვები არის დატანილი. გვერდითი და უკანა კედლები ამ რეგიონისთვის ტრადიციულად გაულესავია და აგურისა და რიყის ქვის შერეულ ე.წ. ''კახურ" კედლის წყობას წარმოადგენს.
აივნის დამჭრი აგურის სვეტები კლასიკური დორიული ორდერისაა და ამასთან საკმარისი მოცულობით ხასიათდება. აგურის წყობის გალესვა უკვე XIX ს-ის II ნახევრიდან საქართველოში ცემენტის ხსნარით ხდებოდა და ამ შემთხვევაშიც არ ჩანს კირის შემცველობა. სახლის ხის ელემენტები სისადავით გამოირჩევა, თუმცა აივნის მოაჯირის რიკულები ავთენტური არ არის. ხის ნაწილების უმეტესობა გამოცვლილია ბოლოდროინდელი რეაბილიტაციის პროცესში იდენტური ნახატის მქონე ელემენტებით. ძეგლის მოედნისკენ მიმართული ფასადი ხის სვეტებიანი აივნით არის გაფორმებული, ღიობების ალათები დეკორატიული ნახატისაა. ამავე მხარეს მიმართული გვერდით ნაწილი დაგვირგვინებულია სამკუთხა ფრონტონით. სახლის გვერდითი ფასადი სრულიად სადაა (გვიან გაჭრილი სარკმლით), ხოლო უკანა მხარეს ორი ფანჯარა დასამი აივანზე გამავალი ღიობი ფიქსირდება. ამ ღიობების თაღოვანი თავსართების თავზე არსებული ხის ძელების მიხედვითაღდგენილიაამ ადგილზე ადრე არსებული ხის გადახურული აივანი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 95
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ერეკლე II/გამზირი ერეკლე II , N11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნე
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47269282
Y: 41.91761908