CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2796
ObjectID: 2796
ID: 2796
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი კუთხის შენობას წარმოადგენს. ნაგებობა გეგმაში წაგრძელებული მართკუთხედია, ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში შიდა მხრიდან შვერილებით. აღმოსავლეთით ნაგებობას ნახევრაწრიულად აკრავს თანადროული მინაშენი, სამხრეთით კი შედარებით ახალი საცხოვრებელი, რაც მთლიანად კრავს ნაგებობას. შიდა ეზო ერთიანად შემოსაზღვრულია. ფასადის მხრიდან შენობა ორ სართულიანია. აქვს სხვენი (გვიანი დაშენება), რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად. სხვენის სარკმლები ასევე გამოდის ქუჩის მხარეს, ეზოს მხრიდან - სამიანი. საშენ მასალას წარმოადგენს აგური, ფასადის მხრიდან შელესილია. ეზოს მხრიდან წითელი აგურის ფასადი შეულესავია. მორთულობის მიზნით აქვს კრონშტეინები. შუა წელზე შეწეული ხერხულა კარნიზი და სიმეტრიულად განლაგებული ოთხი სარკმლისმაგვარი ნიშაა დატანილი. ორივე მხარეს ფასადს ძველებური შუშაბანდიანი და ღია აივნები გააჩნია (19-ს-ის ბოლო). ქუჩის მხრიდან მთავარი ფასადი შემკულია დეკორატიული ნალესობით და არქიტექტურული ელემენტებით. ორი კარნიზი გაფორმებულია - ზედას ქვედა მხრიდან დაკბილული ზოლი მიუყვება, ქვედას - მეანდრის მოტივი. ფასადზე უხვად არის გაჭრილი სარკმლები, რომლებიც ასევე დეკორირებულია – ლოკოკინასებრი კრონშტეინებზე დაყრდნობილი სანდრიკებით დასრულებული სარკმლის თავსართები. ორ სართულს შორის გამავალ ფრიზზე დეკორატიული მართკუთხა ნიშებია განთავსებული. ქვედა ნაწილი ზედასთან შედარებით მოკლეა (სარკმლები მიწიდან იწყება) და ნაკლებად მორთული. ფასადზე ეზოში შესასვლელი ორი კარია – ერთი სადარბაზოსი, მეორე - ჭიშკარი. სადარბაზოს კარი სადაა -ხის, ჭიშკრის -ლითონის ჭვირული, ასეთივეა მოკლე შვერილი აივნები, რომლებიც ორ-სამ სარკმელ გამოშვებით მთელს ფასადს გასდევს(სულ 6). სადარბაზოში არის შენობის თანადროული ლითონის ჭვირული მოაჯირი და იატაკის დეკორი. გვერდითი ფასადები ყრუა, წითელი აგურით ამოყვანილი. შიდა ეზოს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ხის ჩუქურთმიანი ღია აივნები და გარედან მიდგმული ხის და ლითონის კიბეები. ნაგებობა ნეოკლასიცისტურ სტილშია გადაწყვეტილი და ზემოთ აღწერილი მახასიათებლებიდან გამომდინარე ნაგებობის თანადროული დეკორი, ნალესობა, არქიტექტურული ელემენტები, ხისა თუ ლითონის ნიმუშები ერთნაირად ღირებულია ნაგებობის შეფასებისას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5241
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>საერთო საცხოვრებელი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80611138
Y: 41.70276354