CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2791
ObjectID: 2791
ID: 2791
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: დ. აღმაშენებლის გამზირი #46 წარმოსადეგი ორსართულიანი სახლი მაღალი ნახევარსარდაფით, მდებარეობს დ. აღმაშენებლის გამზირისა და ჭორიხის ქუჩის კუთხეში. შენობას დომინანტური როლი აქვს მიკრობნის განაშენიანებაში და გამორჩეულია თავისი ისტორიულ-კულტურული ღირებულებით. შენობის პროექტის ავტორია თბილისში მოღვაწე სახელგანთქმული გერმანელი არქიტექტორი, ლეოპოლდ ბილფელდი, დამკვეთი პოლონელი მეწარმე სიმონ ალექსანდრეს ძე სლივიცკი. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივის ფონდებში დაცულია სახლის პროექტის ორიგინალი, რომელიც 1879 წლით თარიღდება.
შენობა ორსართულიანია, ნაგებია აგურით, შელესილია დეკორატიული ლესვით და შეღებილია. კვადრატული ფორმის ნაგებობა მთავარი ფასადით დ. აღმაშენებლის გამზირზე გამოდის. ფასადზე ვხედავთ კლასიცისტური და ბაროკული არქიტექტურული ელემენტების ერთობლიობას.
პროექტისა და ნაგებობის შედარებისას, ირკვევა, რომ ისინი ზედმიწევნით ემთხვევა ერთმანეთს, რაც საკმარისად იშვიათად ხდება ამ პერიოდის ხუროთმოძღვრებაში. ფასადზე შენარჩუნებულია თავდაპირველი არქიტექტრული გაფორმების თითქმის ყველა ელემენტი დაწყებული ნალესი რუსტირებული კედლის ფაქტურიდან, ფანჯრების ორიგინალური თავსართებით, ქვის ანტაბლემენტით და დამაგვირგვინებელი ოვალური ფრონტონით დასრულებული. სახლის Mმთავარ ფასადზე შემონახულია თავდაპირველი სადარბაზოს კარი თავისი დამცავი ლითონის წინფრით. კარი ხის არის, კვეთილი ლითონის ცხაურებით.
ფასადთა მკაცრი, მონუმნეტური იერი, განაპირა რუსტირებული ფართო პილასტრებით, უჩვეულოდ მაღალი კრონშტეინებითა და მძიმე ანტაბლემენტით, დიდად განსხვავდება და უპირისპირდება ეზო-ბაღის მხარეს მიმართული ორსართულიანი, შუაში მომრგვალებული, ჭვირულმოაჯირიანი, ხის ელეგანტურ სვეტებიანი აივნიანი ფასადისაგან.
ეზოს მხარეს მიმართული ფასადი განსაკუთრებულად შთამბეჭდავია, რადგანაც მასში ოსტატურად არის შერწყმული თბილისისთვის დამახასიათებელი ხისხუროთკვეთის ტრადიცია და ევროპიდან ნასესხები არქიტექტურული ელემენტები. თავდაპირველი მხატვრული კომპოზიცია და მის ცენტრში საზეიმო ლავგარდან დამშვენებული ხის ლოჯია-აივანი იმყოფებოდა. ამჯერად კომპოზიცია დარღვეულია შეუსაბამო ბეტონის მინაშენით, რომელიც მთლიანად ფარავს სახლის პირველი სართულის ნაწილს. მაღალმხატვრული ოსტატობით გამოირჩევა სლივიცკის სახლის ჭვირული აივნების ნახატი. აფრების, სვეტების, სვეტისთავების, კაპიტელების, მოაჯირების ორნამენტიკა.
ეზოს ნაწილში ღირებულია არა მხოლოდ ფასადის არქიტექტურა, არამედ უამრავი მცირე დეტალი, ისეთები, როგორიც არი: ფანჯრების ცხაურები, სარდაფში ჩასასვლელი კიბის აგურის საფეხურები, ეზოს გალავანი და ძველი ჭიშკარი, რომლის ლითონის ბადე ასევე აუთენტურია და ემთხვევა სადარბაზო კარის ცხაურის ნახატს.
სახლის მეორე, სკვერისკენ მიმართული აგურით ნაგები ფასადი თავდაპირველად ყრუდ იყო ჩაფიქრებული, თუმცა, უკანასკნელ დროს მასზე რამდენიმე შეუსაბამო ღიობი გაჩნდა. მათ გარეშე აგურის წყობა მეტად გამომსახველია და სკვერისთვის სასურველ ინტიმურ ფონს ქმნის. ასევე შეუსაბამოა კედელზე მიშენებული სარდაფში ჩასასვლელი ფარდული.
სადარბაზოს ინტერიერში შენახულია იატაკის მარმარილოს მოზაიკა, მარმარილოს კიბის მარში და ვესტიბიულის კედლების ნაძერწი დეკორი. თავისებური მხატვრული კომპოზიცია აქვს ვესტიბიულის ჭერის გაფორმებას. პირველი სართულის ინტერიერის მთელი სივრცე გადაკეთებულია და დამცრობილია მრავალრიცხოვანი ტიხრებით. ამასთან, ოთახების ჭერზე ჯერ კიდევ ამოსაცნობია თავდაპირველი სადარბაზო ოთახის დეკორატიული ნაძერწი შემკულობა.
ძლიერ არის სახეცვლილი სახლის ინტერიერი მეორე სართულზეც. მთავარი მაკავშირებელი დერეფნის ირგვლივ განთავსებული ოთახები ამოშენებულია ინდივიდუალური სანკვანძების წყებით, რაც მნიშვნელოვნად არღვევს შიდაგეგმარებას, რომელიც ასეთი გააზრებული და კომპაკტური ჩანს თავდაპირველ პროექტში. მიზეზი ის გახლავთ, რომ როგორც სხვა ამგვარი სახლები ერთი ოჯახის საცხოვრებლის ნაცვლად, ის იქცა კომუნალურ საერთო საცხოვრისად, რამაც უმძიმესი შედეგი მოგვცა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4218
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჭოროხის ქ./10.აღმაშენებელი დავითის გამზ./46
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1879 წ.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8001343
Y: 41.70550433