CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2790
ObjectID: 2790
ID: 2790
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა მართკუთხა გეგმარებისაა და მის სამშენებლო მასალად გამოყენებულია ძველი აგური. ძეგლი ორი სართულისაგან შედგება, თუმცა, ნაგებობის მარცხენა ნაწილი, რომელიც საკმაოდ მოზრდილი ზომის იყო მოშლილი და დაკარგულია, ხოლო დარჩენილი ნაწილი მეტად მძიმე მდგომარეობაშია. ამჟამად შემორჩენილ ნაწილთაგან, აღსანიშნავია, საფასადე მორთულობა და მისი კომპოზიცია. სარკმლებს, პირველი სართულის სიმაღლეზე, აქვთ მარტივი, სადა ფორმის საპირე, რომლის სახეც მეორე სართულის ფანჯრებზე შედარებით სხვაგვარადაა გადაწყვეტილი. მეორე სართულის სიმაღლეზე სარკმლების ასევე, მარტივ და სადა მოჩარჩოებას ემატება მცირე პლასტიკის თავსართის ფიგურატიული ელემენტები. ამავე, მეორე სართულის ფანჯრების შიდა ნაწილებში შემორჩენილია დარაბები და რკინის, ძველი გისოსები. სართულებს შორის გამყოფად მოცემულია პროფილირებული სარტყელი. ფასადზე შემორჩენილ ნაწილთაგან, აღსანიშნავია სადად დამუშავებული, პროფილირებული კარნიზი და ფასადის ვერტიკალზე რამდენიმე რიგი, ლილვოვანი, მართკუთხა შვერილობის პილასტრები. ასევე სადადაა დამუშავებული, საფასადო პილასტრების თავზე მოცემული კაპიტელები. ასევე ძველია სადარბაზოს კარი, რომელიც ამჟამად, მოშლილია. სადარბაზოს მხრიდან, ეზოში შემავალი ჭიშკარი უნდა ყოფილიყო, რომელიც ახლა აღარ არსებობს. ნაგებობას ავთენტური და მყუდრო შიდა ეზო აქვს შენარჩუნებული, რომელშიც ძველი შენობების ნაწილებია შემორჩენილი. ამას გარდა, ამავე, შიდა მხარეს ნაგებობაზე შემორჩენილია ძველი აივნები და შუშაბანდები, რომლებიც გაფორმებულია დეკორაციული ელემენტებით. გვხვდება ასევე, ძველი და ძალზე დაზიანებული ხის კიბის უჯრედი, აივნების ჭვირული მოაჯირები, სვეტები თავისი მცირე კაპიტელებით და შენობის დამასრულებელი უჯრედებიანი კარნიზი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5171
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩხეიძე ნინოს ქ./37
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80954826
Y: 41.69953102