ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2789
ObjectID: 2789
ID: 2789
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელის სახლი ოთხსართულიანია. შენობა ნაგებია აგურით და მოსაპირკეთებელ მასალადაც აგურია გამოყენებული, გადახურვა კი ლოთონისაა. შენობა გეგმით რუსული "П"-ს ფორმისაა და მთავარი ფასადით ქუჩის მხარეს გამოდის. ფასადი სიმეტრიულია, მისი კომპოზიცია ცენტრალურ ნაწილში მოწყობილი სადარბაზოში შესასვლელი კარის გარშემოა თავმოყრილი - სარკმლებისა და აივნების მონაცვლეობით. სარკმლები და აივნები თანაბარზომიერი რიტმით ნაწილდება ფასადზე. სულ 6 აივანია, ლითონის, მცენარეული ორნამენტებით დამშვენებული. ფასადის კომპოზიციის შექმნაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აგურის დეკორატიულ წყობას და მძლავრ სვეტებს ენიჭება, რომლებიც სარკმლებსა და აივნებს შორისაა განთავსებული. მათ კონსტრუქციულთან ერთად ერთგვარი დეკრატიული ფუნქციაც ენიჭებათ. ასევე, მნიშვნელოვანია სარკმლების გაფორმება მასიუირ სანდრიკებით და ბოლოს, ფასადის დამასრულებელი ელემენტი პარაპეტი, რომელიც ლოგიკურად ასრულებს შენობის სილუეტს. შენობას აქვს დაშენება. სახლის ეზოში მოხვედრა შესაძლეებელია ცენტრშაი განთავსებული ფართო სწორკუთხა შესასვლელის მეშვეობით. ეზო გეგმით სწორკითხაა. ამ მხარეს სახლი ღია აივნებით იხსნება, რომელშიც განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ხის დეტალები: სვეტები, აჟურული, დეკორატიული ელემენტები და ხის კიბეები. საცხოვრებელი სახლის შენობას აქვს როგორც ისტორიული, ქალაქგეგმარებითი მნიშვნელობა, ასევე მხატვრული ღირებულებაც (ფასადის კომპოზიცია, შიდა ეზოს მხრიდან სახლის ფასადის ხის ელემენტები და სხვა). აქედან გამომდინარე, ძეგლზე დასაშვებია მხოლოდ საკონსერვაციო/სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4860
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სანქტ-პეტერბურგის ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79630918
Y: 41.70791839