CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2785
ObjectID: 2785
ID: 2785
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: საცხოვრებელი სახლი სანქტ-პეტერბურგის ქუჩაზე მდებარეობს. შენობა სამსართულიანია, ნაგებია აგურითა და ბლოკით, გადახურულია ლითონის ფირფიტებით. ნაგებობის ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია – ცენტრში აივნების და სარკმლების რიგით, ხოლო აქეთ-იქეთ კი რიტმულად მოცემული სარკმლებით. პირველი სართულის სარკმლები სწორკუთხაა, ჟალუზებით, ხოლო მეორე და მესამე სართულის სამრკლებს თაღოვანი მოხაზულობა აქვთ. სართულები ერთმანეთისგან პროფილირებული, სადა კარნიზით არის გამოყოფილი. ფასადის გაფორმების ერთ-ერთ აღსანიშნავ დეტალს წარმოადგენს პროფილირებული პილასტრები, რომლებიც იონური კაპიტელებით სრულდება. პირველი სართულის და გვერდითი ნაწილების არეები რუსტირებულია, სადაა მხოლოდ მეორე და მესამე სართულების ცენტრალური ნაწილი, სადაც აივნები და სარკმლები გამოდის. ფასადის მარჯვენა ნაწილში გაჭრილია სადარბაზოში შესასვლელი კარი. კარი ლითონისაა, სადარბაზოში აღსანიშნავია შავ-თეთრში გადაწყვეტილი დეკორატიული იატაკი, რომელიც დაზიანებულია (დამტვრეული და გაბზარულია ფილები). სადარბაზოდანვეა შესაძლებელი სახლის სარდაფში მოხვედრა. შენობას მნიშვნელოვანი როლი აქვს უბნის და ასევე ქალაქის არქიტექტურული და ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, მხატვრულად ღირებულია მისი ფასადი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ძეგლზე დასაშვებია მხოლოდ სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4864
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სანქტ-პეტერბურგის ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;ფიზიკური კულტურისა და სპორტის>>სპორტული დარბაზი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79721162
Y: 41.70866132