{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2783?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2783?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2783?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2783",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2783,
    "ID" : 2783,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "XIX საუკუნის 1880-იან წლებში აგებული შენობა მრავალბინიან მდიდრულ საცხოვრებლ სახლს წარმოადგენდა, რომელიც სომეხი ვაჭრის, გუკასოვის, დაკვეთით აშენდა. აგურით ნაშენი, სამსართულიანი სახლის საფასადო იერი ფსევდო-ბაროკული არქიტექტურული ნიშან-თვისებების მატარებელია. გეგმარებით კუთხისებრი შენობა მთავარი, ჩრდილოეთის ფასადით ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე გამოდის და მის წინ მდებარე ვრცელ სკვერს გადაჰყურებს. გვერდითა ფასადები მეზობელ განაშენიანებას ებჯინება და აგურის წყობით ამოყვანილ ყრუ კედლებს წარმოადგენს. შენობის ზურგის, ანუ სამხრეთ ფასადის მიმოხილვა ვერ მოხერხდა, რადგან ეზოში შემავალი ჭიშკარი ისევე, როგორც სადარბაზო შესასვლელი, დაკეტილი იყო. \nშენობის ფასადს შესრულების ერთგვარი სიმშრალე დაჰკრავს, რადგან მისი კომპოზიცია ხაზგასმით სიმეტრიული და მწყობრად გადანაწილებულია; მკაცრ, სქემატურ ხაზებშია გადაწყვეტილი ფასადის მხატვრულ-დეკორატიული გაფორმების ცალკეული ელემენტებიც. კლასიკურად დანაწევრებული ფასადი ჰორიზონტალური და ვერტიკალური ღერძების პერპენდიკულარულ კვეთაზეა აგებული. ვერტიკალური დანაწევრებიდან აღსანიშნავია შენობის მთელ სიმაღლეზე ატყორცნილი კოლოსალური, რუსტირებული სარტყლების წყვილი, რომლებიც კიდურა ფრთების კვაზი რიზალიტურ შვერილებს წარმოქმნის. განაპირა ფრთებში ეზოში შემავალი მშვილდათაღოვანი ჭიშკარი (დაკარგულია ავთენტური ალაყაფის კარი) და სადარბაზო შესასვლელია (ავთენტური ხის კარის ნაცვლად ახალი ხის მოჩუქურთმებული კარია ჩასმული) მოთავსებული. ჰორიზონტალურ დანაწევრებაში მონაწილეობს შენობის ცოკოლი, ორი სართულშუა თარო, ნაძერწი პლასტიკით შემკული ფრიზი, პროფილირებული კარნიზი და ყრუ პარაპეტი. ყურადღებას იქცევს ვარდულებითა და გრიფონებიანი პარალეპიპედების მონაცვლეობით გაფორმებული ფრიზი და მხატვრულად დამუშავებული პარაპეტი, რომელიც განაპირა კუთხეებში კარ-სარკმლის ღიობთა აყოლებაზე, იგივე კვაზი რიზალიტების თავზე, ამოზნექილი აბრისითა და ღრმა ნიშებით არის გაფორმებული. შენობის ცენტრალური კედლის სიბრტყეები მეორე სართულზე შეკიდული ღია, ოვალური ფორმის წყვილი აივნით (რკინის აჟურული მოაჯირებით) და თანაბარზომიერად განთავსებული ღიობებით არის დანაწევრებული. კომპოზიციური სირთულე და პრეტენზიულობა ახასიათებს ფასადის ღიობთა გადაწყვეტას, რომლის მხატვრული იერარქია სტანდარტულად არის დაცული, ყოველი სართულის ინდივიდუალური გადაწყვეტის გათვალისწინებით. პირველი სართულის ერთიანად რუსტირებულ კედლებში თაღოვანი სარკმლებია მოთავსებული რუსტის წყობაში გამოყვანილი საპირეებით. მეორე სართულის ღიობები, განსხვავებით აივნებისა და კიდურა ფრთების კარ-სარკმლისაგან, ვიწრო პროფილირებულ ჩარჩოშია ჩასმული, რომლის ნაძერწი საჭექი ქვა, ამავდროულად, სართულშუა თაროზეა მიბჯენილი. ეს უკანასკნელი კომპოზიციური მიგნება შენობის ზედა სართულების ღიობთა მხატვრული მახასიათებელია. მეორე სართულის შედარებით გამორჩეულ გაფორმებას განაპირობებს აივანთა და განაპირა ფრთების (,,რიზალიტებში”) ღიობთა ფლანკირება კანელურებით დაღარული პილასტრების წყვილითა და  მათ თავზე მოქცეული სამკუთხა და თაღოვანი ფრონტონები. მესამე სართულის განმასხვავებელ დეკორად გვევლინება ნაძერწი რელიეფური ფილებით შემკული ფრიზული სარტყელი და ღიობთა ქვედა მხარეს მოთავსებული ამურის სახიანი ყვავილოვანი კომპოზიციები. \nშენობის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: ფასადები და გადახურვა განახლებულია. სანახევროდ შენარჩუნებულია შენობის ავთენტურობა, მაგრამ არსებობს დანაკარგები და უხეში ჩარევებიც, როგორიცაა მესამე სართულის დაშენება და მის ცენტრში შეკიდული მომცრო სწორკუთხა აივანი, სადარბაზოსა და ეზოს ჭიშკრის გამოცვლილ-განახლებული კარებები, მესამე სართულის სიმეტრიის ღერძზე მიდგმული აივანი და მეორე სართულის ღიობთა ჩამოტეხილ-დაზიანებული ფრონტონები. თუმცა ქუჩის მხატვრულ-ისტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.   ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5368",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჯავახიშვილი ივანეს ქ./32",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.804581689999999,
    "Y" : 41.705489829999998
  }
}