CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2782
ObjectID: 2782
ID: 2782
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ორსართულიანი სახლი ე.წ. "ნიკოლოზის აგურითაა" აგებული და გ. სუნდუკიანის ქუჩისა და გ. სუნდუკიანის შესახვევის კუთხეში დგას. ქუჩებისკენ მიმართული მისი ფასადები შეულესავია და მორთულობა აგურის წყობაშია გამოყვანილი. ქუჩათა შეერთების ადგილზე, წიბოს ვიწრო ფასადი ერთმანეთის თავზე მოთავსებული, ორი, სწორკუთხა ღიობით ნაწევრდება, მათგან ქვედა ორნაწილიანია. სარდაფში ჩასასვლელი, ლიოთონის კარი ზემოდან ფანჯრის ღიობით გრძელდება. მეორე სართულზე არსებულ, სწორკუთხა კარს კი ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანი აქვს მიდგმული. სუნდუკიანის ქუჩაზე გამავალი ფასადის განაპირა ნაწილებში სადარბაზოს სწორკუთხა კარებია მოწყობილი. მათ შორის არსებულ ოთხ, მშვილდათაღოვან ფანჯარას სამი მხრიდან ბრტყელი არშია ევლება, ქვედა მოჩარჩოებათა როლს კი ჰორიზონტალური სარტყელი ასრულებს. ფანჯარათა ჩამოსწვრივ სწორკუთხა ჩაღრმავებებია გაკეთებული. ზედა ნაწილებში კი ყოველი მათგანი გლუვი საჭექი ქვებით სრულდება. სუნდუკიანის შესახვევზე გამავალი ფასადის პირველი სართულის მორთულობა ქუჩაზე გამავალი ფასადის იდენტურია, ოღონდ, მასში გაჭრილია სამი ფანჯარა. სამივე ფასადისთვის საერთო, სართულებს შორის გამყოფი, ჰორიზონტალური სარტყელი აგურის წყობაში გამოყვანილი კბილანების მწკრივითაა შევსებული. მეორე სართულზე სამივე ფასადის ღიობები მშვილდათაღოვანია, მხოლოდ, ქუჩაზე გამავალი, მარცხნიდან მესამე ღიობი კარისაა და წინიდან ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანი აქვს მიდგმული. დანარჩენი ფანჯრის ღიობები, პირველი სართულის სარკმელთა მსგავსი არშიებითაა მორთული, ოღონდ, ქვედა ჰორიზონტალური მოჩარჩოების ქვემოთ არსებული, სწორკუთხა ჩაღრმავებები ამჯერად, ორი საფეხურითაა შეწეული კედლის სიბრტყეში. მეორე სართულის შესაბამის ნაწილებში მოთავსებული საჭექი ქვები უკვე ხსენებულთა მსგავსი ფორმისაა და ფასადთა დამაგვირგვინებელ კარნიზსაა მიბჯენილი. კარნიზი სწორკუთხა ჩაღრმავებების მქონე პარაპეტით სრულდება. ვიწრო ფასადის ნაწილში პარაპეტი მრუდხაზოვანი ფრონტონით სრულდება. სახლის ეზო გ. სუნდუკიანის შესახვევისგან აგურის შელესლილი ზღუდითაა გამიჯნული. ეზოს ნაწილში, ოდესღაც არსებული, ხის, ღია აივნების დიდი ნაწილი ამჟამად, ამოშენებულია. სახლი გადახურულია თუნუქით. იგი აგებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყისში. ფასადთა გაფორმებაში შეინიშნება კლასიციზმისა და რენესანსის სტილთა ნიშნები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4899
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სუნდუკიანი გაბრიელის ქ./14.სუნდუკიანი გაბრიელის შეს./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80261836
Y: 41.70543002