ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2780
ObjectID: 2780
ID: 2780
Name: ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: 1888 წელს აგებულ შენობაში 1987 წელს გამოჩენილი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გაიხსნა. თავის დროზე კი, სახლი ილია ჭავჭავაძის დას ეკუთვნოდა და მისი მეუღლის, გენერალ ალექსანდრე საგინაშვილის მიერ (აქედან, ,,საგინაშვილის სახლი”) 1880-იან წლებში აშენდა. აქვე, 1889-1901 წლებში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძეც. ამ სახლში იყო მოთავსებული ილიას მიერ დაარსებული გაზეთ ,,ივერიის” რედაქცია და სტამბა. სახლი ცნობილი იყო თავისი ტრადიციული ,,ხუთშაბათობებით”, როდესაც აქ იკრიბებოდა ქვეყნის პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება, იმართებოდა ლიტერატურული საღამოები, ბანკის შეხვედრები. მუზეუმში აღდგენილია ილია ჭავჭავაძის სამი მემორიალური ოთახი: სამუშაო, სასტუმრო და სასადილო ოთახები. შენობა XIX საუკუნის ბოლო მეოთხედის, თბილისური საცხოვრებელის, ე. წ. საშემოსავლო სახლის, ტიპიური წარმომადგენელია. სახლი, რომელიც მდიდრული და უხვი საფასადო გაფორმებით იქცევს ყურადღებას, ფსევდო-ბაროკული არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია ქალაქში. გეგმარებით რუსული ,,პ”-ს ფორმის შენობის მთავარი, სამხრეთის ფასადი ი. ჯავახიშვილის ქუჩას გადმოჰყურებს. მისი ორსართულიანი, სამხრეთით დაქანებულ რელიეფს მორგებული ფასადი სიმეტრიული წყობითა და ზუსტი პროპორციებით გამოირჩევა. ფასადის ჰორიზონტალურ დანაწევრებას უზრუნველყოფს სარდაფის სარკმლებით დატიხრული ცოკოლი, პროფილირებული სართულშუა თარო და ვარდულებითა და გირლანდებით შემკული კარნიზი, მეორე სართულის თავზე მოქცეული, ასევე უხვად დეკორირებული მაღალი კარნიზი და ბალასინებით გაფორმებული ყრუ პარაპეტი, რომელსაც კონუსური ქონგურები და მასიური ბაროკული ვაზები აგვირგვინებს. სახლს ი. ჯავახიშვილის ქუჩის მხრიდან ორი სადარბაზო შესასვლელი და ორი რკინის ღია აივანი ამკობს. სადარბაზო კარებიდან განსაკუთრებული პარადული გაფორმებით მარჯვენა კარი გამოირჩევა, მაღალი და რთული დაწახნაგების მქონე ფრამუგით. კარის ფრთებზე ტოლფერდა ჯვრით, ხმლებითა და სამეფო გვირგვინით აღჭურვილი გერბია გამოსახული (გენერალ საგინაშვილის?). მასშტაბით და მასალების სიმდიდრით გამორჩეულია ამავე სადარბაზოს ინტერიერიც-მარმარილოს ფართო კიბეებით, კანდელაბრით გაფორმებული რკინის მოაჯირებითა და კიბის უჯრედში დატანებული უზარმაზარი სწორკუთხა სარკმლით. შენობის ფასადზე, სართულების მიხედვით, განსხვავდება კედლის დამუშავების ხასიათი: ცოკოლი მსხვილრუსტოვანი ზედაპირით არის წარმოდგენილი, პირველი სართულის კედლის სიბრტყე - მჭიდროდ ჩამწკრივებულ ღიობთა შორის მოქცეული, ორმაგი პილასტრული სარტყლებით, მესამე სართულის კედლის სიბრტყე - მსუბუქად დაღარული ჰორიზონტალური ჭრილის რუსტით. სამხრეთ ფასადის დანაწევრებაში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს კარ-სარკმლის ღიობები, მათი ფორმა და შემკულობის ხარისხი. საჭექი ქვებით არის შემკული ცოკოლზე განთავსებული მაღალი სარდაფის ნახევარსარკმლები; პირველი სართულის სწორკუთხა ღიობები ჩარჩოს გარეშეა და მხოლოდ ბალასინებიანი ,,ფრანგული აივნით” არის გაფორმებული; მესამე სართულის თაღოვან და კანელურებიანი პილასტრებით ფლანკირებულ სარკმლებს მშვილდათაღოვანი და სწორკუთხა სანდრიკები ამკობს. შენობის გევრდითა ფასადები, რომლითაც ის მეზობელ განაშენიანებას ებჯინება, აგურის წყობით ამოყვანილი ყრუ კედლებია. ზურგის ფასადი შიდა ეზოს გადაჰყურებს. ეზოს ფასადის პირვანდელი ღია გალერეები კაპიტალური შუშაბანდებითაა ამოშენებული. შენობას ძალიან მაღალი და კეთილმოწყობილი, კამაროვანი გადახურვის სარდაფის სართული გააჩნია, რომლის მიახლოებული სიმაღლე დაახლოებით 4 მეტრია. მოვლილი და კეთილმოწყობილია შენობის ეზო (ძირითადად კვიპაროსები და მაგნოლიებია გაშენებული). შენობის ფიზიკური მდგომარეობა ცუდია. უკიდურესად დანესტილია სარდაფის სართული, ნესტით დაზიანებულია პირველი სართულის კედლებიც. ქუჩის ფასადზე ალაგ-ალაგ დაზიანებული ნალესობა, ეზოს მხარეს კი გასამაგრებელია ხის მოძველებული კონსტრუქციები. შენობა მაღალი ავთენტურობის მატარებელია, აუცილებელია შენობის, როგორც დამოუკიდებელი კულტურული ძეგლის, ისე ქუჩის მხატვრულ-ისტორიული იერსახის მთლიანობის დაცვის მიზნით, აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5386
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./7
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული, 1888წ.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: კულტურა>>მუზეუმი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.80620046
Y: 41.70401657