ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2778
ObjectID: 2778
ID: 2778
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-20 საუკუნის დასაწყიში აგებული საცხოვრებელი სახლი ერთმანეთთან ორ ქუჩას აკავშირებს და მიმდებარე ტერიტორიის დომინანტს წარმოადგენს. ძველი აგურით აშენებული და ტერაკოტისფრად დაფერილი ნაგებობა მანთაშოვის სურვილით აიგო. კომერსანტმა სახლი თავის ქალიშვილს გაატანა მზითვში. ნაგებობა ორსართულიანი. ფასადის გაფორმებაში მოდერნის სტილის შემცველი ელემენტებია გამოყენებული. პირველი სართული ძლიერ სახეცვლილია. გაჭრილია დიდი სწორკუთხა ღიობები, შელესილი და შეღებილია ნაცრისფრად. უცვლელი სახით შემორჩა მხოლოდ პორტალი. თუმცა მის გარშემო ჩამოშლილი ბათქაში და გაშიშვლებული კედლის წყობა პორტალის თავდაპირველ იერსახესაც თავის კვალს ამჩნევს. შესასვლელში საგანგებოდ უნდა გამოიყოს ხის მძლავრი კარი მცენარეული ორნამენტის ლითონის ცხაურით. სადარბაზოში შემორჩა ქვის იატაკი და კიბე და ლითონის მოაჯირი. მეორე სართულმა შეინარჩუნა ავთენტურობა თუ, რასაკვირველია, ბუნებრივ დაზიანებებს არ ჩავთვლით. აღმაშენებლის მხრიდან, კედელი თანაბრად დაშორებული სარკმლებითაა დანაწევრებული. თითოეულ მათგანს თაღოვანი საპირე შემოუყვება. ფასადის ამავე მხარესაა ლითონის სწორკუთხა აივანიც. ქურდიანის ქუჩის მხრიდან სარკმლების გვერდით წყვილ ცრუ სარკმელსაც ვხვდებით, რომლებიც ზედმიწევნით იმეორებენ სარკმლის თაღოვან მოხაზულობას. ეზოში შესასველი ქურდიანის ქუჩის მხრიდანაა შესაძლებელი. ეზოში შემორჩენილია ხის გალერეა ხისავე სვეტებითა და კრონშტაინებით და ორნამენტული მოაჯირით. შენობის ფიზიკური მდგომარეობა სავალალოა. ბზარები, ჩამოცვენილი ბათქაში, ავარიულობა საფრთხეს უქმნის ქალაქის არქიტექტულ განაშენიანებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ობიექტს. ნაგებობა სასწრაფოდ საჭიროებს რესტავრაციას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4203
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./27.ქურდიანი ზაქარიას ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80300022
Y: 41.70383008