ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2772
ObjectID: 2772
ID: 2772
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი მდებარეობს უზნაძის და რომის ქუჩების კუთხეში. შენობა ორსართულიანი შენობა ნაგებია აგურით, შელესილია და შეღებილი ორი ფერით – ფასადები ღია ღვითელი ფერის, ხოლო კონსტრუქციული ნაწილები და სკულპტურული მორთულობა თეთრი საღებავით (2012 წელს ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში). შენობა მნიშვნელოვანია ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით და ქუჩის/ქალაქის ისტორიული იერსახის შექმნისთვისაც. სტილური თვალსაზრისით ნაგებობა კლასიცისტური ნიშნების მატარებელია. შენობის ორივე ფასადი სიმეტრიულია და ანალოგიურადაა გადაწყვეტილი: პირველი სართული სწორკუთხა, თანაბარზომიერი რიტმით დანაწევრებულ ფანჯრებს უკავია, ხოლო მეორე სართულზე ასევე სწორკუთხა ფანჯრებს შორის სამი აივანი გამოდის. აივნები ლითონისაა, აჟურული ორნამენტებით დამშვენებული. ფანჯრებს სწორკუთხა, პროფილირებული სადა საპირეები შემოევლება, რომლებსაც ასევე პროფილირებული თაროები გასდევს. სახლის ფასადს მთელს პერიმეტრზე პროფილირებული, კბილანებიანი კარნიზი და პარაპეტი შემოუყვება. შენობის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას სწორედ მისი ფასადის გადაწყვეტა და პლასტიკური მორთულობა წარმოადგენს. სახლის ეზოში და სადარბაზოში შესასვლელები აღმაშენებლის ქუჩის მხრიდანაა მოწყობილი. სადარბაზოს კარი ხისაა, ორნამენტირებული. სადარბაზოს სივრცეში აღსანიშნავია ქვის კიბე და ლითონის მოაჯირი. შენობის შიდა ეზო სწორკუთხაა. სახლის ფასადი ამ მხარეს გალერეით იხსნება, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას ხის დეტალები იქცევს (მოაჯირი, სვეტები). შენობის ისტორიული, კულტურული და მხატვრული ღირებულებიდან გამომდინარე, მასზე დასაშვებია მხოლოდ სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4949
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: უზნაძე დიმიტრის ქ./21.რომის ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8021167
Y: 41.70355952