CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2770
ObjectID: 2770
ID: 2770
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საკვლევი სახლი სამსართულიანია და მთავარი ფასადით წინმაძღვრიშვილის ქუჩაზე გამოდის. იგი აგურით არის ნაშენი, შელესილია და შეღებილი. შენობის გეგმას ლათინური ასო U-ს ფორმა აქვს. მისი მთავარი ფასადი სიმეტრიულია ღერძის მიმართ. სახლს ფასადის სიბრტყიდან მკაფიოდ გამოწეული სამი რიზალიტი აქვს, ერთი ცენტრში, დანარჩენი კი კიდეებში. მათი II და III სართულების კიდეები მასიური, რუსტირებული პილასტრებითაა გაფორმებული. ფასადის II და III სართულები რუსტირებული ლესვით არის დამუშავებული, პირველი კი ჰორიზონტალური ღარებით. ცოკოლი კი ბაზალტის მასიური ქვებითაა მოპირკეთებული. ფასადს ჰორიზონტალურად პროფილირებული კარნიზები და ფანჯრისძირა სარტყელები გასდევს. მთავარ ფასადს ღიობების რიტმი ანაწევრებს. ღიობები მართკუთხაა, მხოლოდ განაპირა რიზალიტებზეა თაღოვანი. ისინი I და III სართულზე მორთულია პროფილირებული საპირეებით. ფასადის II და III სართულებზე შემორჩენილია ლითონის აივნები, ჭედური ელემენტებით. I სართულზე, განაპირა რიზალიტებზე, სადარბაზოში შესასვლელი თაღოვანი კარია პროფილირებული ხის ელემენტებით, ცენტრალურზე კი ეზოში გასასვლელი გვირაბია, რომელსაც ლითონის უსახური ჭიშკარი აქვს. სადარბაზო სადაა, ორმარშიანი კიბით, მოზაიკური საფეხურებითა და ლითონის მოაჯირით (ჭედური ელემენტებით). იატაკი კერამიკული შავ-თეთრი ფილებითაა მოწყობილი. მთავარ ფასადს აბოლოებს დიდი პროფილირებული კარნიზი და პარაპეტი. (პარაპეტისგან მხოლოდ ნაშენი მონაკვეთებია შემორჩენილი). გვირაბის გავლით ვხვდებით შიდა დიდ ეზოში. ეზოს ფასადების ნაწილს პერიმეტრზე გასდევს ხის შუშაბანდები, ნაწილი კი მოსახლეობის მიერ არის სახეცვლილი. შემორჩენილია ხის გულიანი მოაჯირები და ხის სვეტებზე პროფილირებული თავსართები. ეზოს მხრიდან ფასადს ორი ლითონის ხვეული კიბე აქვს, რომელიც სამივე სართულს აუყვება. საინჟინრო კვლევის შედეგად ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი. სახლი წინამძღვრიშვილის ქუჩის განაშენიანებაში ორგანულად ეწერება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5280
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./77
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79952548
Y: 41.71140929