ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2767
ObjectID: 2767
ID: 2767
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა გეგმარებით ირეგულარული მრავალკუთხედია, 2 სართულიანი, ნაგებია აგურით, შელესილია. ქუჩაზე გამავალ ფასადზე აქვს მორთულობა. მეორე სართულის სარკმლებს მოჩარჩოების ზედა ცენტრალურ ნაწილში მამაკაცის თავის სკულპტურული ქანდაკები ამკობს. კარნიზის ქვემოტ კი კრონშტაინების რიგია - ზოგან წყვილედი, ზოგან - სამ-სამი, ზოგან –თითო. ცენტრალურ ნაწილსა და კიდეებში გირლანდებიანი და კომპოზიტურ კაპიტელებიანი პილასტრები დაუყვება. ნგებობას მაღალი მართკუთხა ნიშნებიანი პარაპეტი ასრულებს. ასეთივე ‘ფრიზი’ გასდევს სართულებს შორისაც, მხოლოდ ნიშნებში გირლანდების დეკორატიული ნაძერწობით. პირველი სართულის სარკმლების მოჩარჩოება სადაა, გარშემო ეტყობა შელესილობის კვალი (ახალი), ზოგადად ფასადი დაზიანებულია - ჩამოშლილია ნალესობა და ჩანს აგურის წყობა, დეფორმირებულია შუა ცენტრალური მონაკვეთი, აქვს ბზარები. პირველ სართულზე არის სამი კარი – ორი სადარბაზოსი და მათ შორის – ჭიშკარი, სამივე ავთენტურია. ჭიშკარი მთლიანად ჭვირული ლითონისაა. სადარბაზოს ორივე კარი ხისაა ზედ ლითონის ჭვირულით, თითოეულს განსხვავებული ორნამენტული მოტივი აქვს. ორივე კარს აქვს ლითონის დეკორატიული წინფრა. ლითონის მოგრძო დეკორატიული ორი აივანი შენობის კიდეებშია განთავსებული. თავდაპირველი ეზო გახსნილი უნდა ყოფილიყო – გვერდითა მინაშენებით. დღეს შედარებით უკეთ შემორჩენილია ცენტრალური და გვირაბის მარჯვნივ მყოფი შენობები. დანარჩენი ნაწილი შეცვლილია. მნიშვნელოვანია შუშაბანდების ხის დეკორატიული აივნები, სვეტისთავის გაფორმება, კრონშტაინები და კარნიზის ქვეშ შერჩენილი ხის გეომეტრიული ორნამენტი - ამოტრიალებული სამკუთხედების რიგი; ასევე ხის ორი კიბე. ნაგებობას აქვს მინაშენები (2) და დაშენება. სარდაფი ნაგებობის მთელს სიგრძეზეა განთავსებული. ჩასასვლელი აქვს ქვის კიბით, ეზოს მხრიდან. გარე დათვალიერებით სიმაღლე დაახლოებით 2 მ. ან ცოტა მეტია. სარდაფში აღსანიშნავია აგურის წყობით ამოყვანილი კედლები თაღოვანი ღიობებით. არის ნესტი, ჯდება საძირკველი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5136
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩიქობავა არნოლდის მოედ./20
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80505386
Y: 41.70722021