CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2766
ObjectID: 2766
ID: 2766
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა გეგმიაში მართკუთხაა, ოთახების წყობა-ანფილადური. ის 2 სართულიანია. ნაგებია აგურით, შელესილია. ქუჩის მხარეს ფასადზე ცოკოლის დონეზე გამოსულია სარდაფის სარკმლების მცირე ჭრილები. ჩამოცვენილი ბათქაშის ქვეშ ჩანს აგურის წყობა. ფასადზე აქცენტირებულია ცენტრალური ღერძი, განსაკუთრებით გამოკვეთილია მეორე სართულზე. პირველი სართულზე გამოყენებულია რუსტიკა, სარკმლის სეგმენტური თაღები გაფორმებულია კრონშტეინებით, ცენტრალური სარკმლების კრონშტეინები ანტროპომორფულია. სართულებს შორის არეზე დეკორატიული ლესვაა. მეორე სართულზე სარკმლები შედარებით უხვად არის მორთული – სწორკუთხა სარკმლებს ფრამუგების დონემდე უწყვეტად გადასდევს მძივისებურორნამენტიანი ლენტი ასევე კონსოლებით გაფორმებული. მის ზემოთ კი კარნიზის ქვეშ ფართე ფრიზი გაუყვება დაკბილული ლენტისა და რელიეფური წრეების კომბინაციით, რასაც პარაპეტის ვიწრო ზოლი ასრულებს. ნაგებობის ცენრალურ ნაწილში არის აივანი. მასზე სამი თაღოვანი კარი გადის. მძივისებური ლენტით გარშემოვლებულ კარებს შორის პილასტრებია “ჩადგმული” მუზარადიანი მამაკაცის ბიუსტითა და მასზე დადგმული იონური კაპიტელის მოტივით. კიდეებში უფრო მასიური დაღარული პილასტრები დაუყვება. ცენრალურ ნაწილს აგვირგვინებს ფრონტონი დაკბილულ ჩარჩოში გამოსახული ორნამენტულ მოჩარჩოებაში ჩასმული პირდაფჩენილი ლომის გამოსახულებით. ფასადი კლასიციზმისა და ამპირის სტილის ნიშნებს ატარებს. ნაგებობას ქუჩის მხარეს ორი კარი აქვს –ერთი სადარბაზოს შესასვლელის, ერთი სავაჭრო დანიშნულების ობიექტის. სადარბაზოში აღსანიშნავია ხის კიბე და მოაჯირი. შენობას აქვს ეზო.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4587
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მაზნიაშვილი გიორგის ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80253073
Y: 41.7074912