CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2765
ObjectID: 2765
ID: 2765
Name: თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახ. უნივერსიტეტი
FullName: თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახ. უნივერსიტეტი
ComplexName:
Description: შენობა აღმაშენებლის გამზირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტია. მიუხედავად იმისა, რომ მისი მხატვრული ღირებულება არცთუ ისე მაღალია, ისტორიულ-ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქუჩის საერთო იერსახის შექმნაში. ნაგებობა 2 სართულიანია. ნაგებია ძველი აგურით და დაფარულია დეკორატიული ლესვით, რომელიც რუსტიკის ეფექტს ქმნის.
სტილური თვალსაზრისით შენობა კლასიცისტური ნიშნების მატარებელია (კარ-სარკმლების შემკულობა). ნაგებობის ფასადი სადაა, სიმეტრიული. იგი დანაწევრებულია პირველ სართულის სწორკუთხა და მეორე სართულის თაღოვანი, თანმიმდევრულად განთავსებული სარკმლების რიტმული მონაცვლეობით. პირველ სართულის სწორკუთხა სარკმლები დამატებით, აქეთ-იქეთ მხარეს დეკორატიული პლასტრებითაა გაფორმებული. მეორე სართულის ფასადზე ორი ლითონის აივანი გამოდის, რომელიც ერთგვარად აცოცხლებს ფასადის მონოტონურ რიტმს. ქუჩის მეორე მხარეს გამავალი ფასადი იმეორებს მთავარი ფასადის გაფორმებას სწორკუთხა და თაღოვანი სარკმლების მონაცვლეობითი რიტმით. სადარბაზოებში (სულ სამი) აღსანიშნავია ქვის კიბე და დეკორატიული იატაკი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4215
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./40.წერეთელი სოსოს ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>უმაღლესი სასწავლებელი;
CurrentFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>უმაღლესი სასწავლებელი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80066783
Y: 41.70479545