CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2764
ObjectID: 2764
ID: 2764
Name: წმ. ნინოს ეკლესია
FullName: წმ. ნინოს ეკლესია
ComplexName:
Description: წმ. ნინოს სახელობის ეკლესია, ჩუღურეთში, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე, N32-ში მდებარეობს. XIX ს-ის დასაწყისში, სოფ. ჩუღურეთის ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ამ ადგილას ჩასახლებულმა გრიგორიანმა მრევლმა, ღმრთისმშობლის სახელობის აგურის დარბაზული ეკლესია ააშენა. ნაგებობას ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი კლასიცისტური სახე ჰქონდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეკლესია დაიხურა. შენობა სხვადასხვა მიზნებისთვის იქნა გამოყენებული. გადაკეთდა საცხოვრებელ სახლად, შემდგომ ტაძარში გალერეა და საკონცერტო დარბაზი იყო მოწყობილი. 1990 წლიდან დაიწო ეკლესიის განახლება, როდესაც საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა. შეიცვალა ეკლესიის შიდა სტრუქტურა და საფასადე სახე. ინტერიერი შეილესა და მოიხატა 1996 წელს. 2001 წელს მიწისძვრით დაზიანებულია ეკლესია კვლავ შეკეთდა და მოიხატა (მხატვრები ირაკლი ცინცაძე და გიორგი ტეტენაშვილი). ამჟამად სწორკუთხა ფორმის ნაგებობაში ორქანობიანი გადახურვის ქვეშ მოწყობილია სამნავიანი ეკლესია. ნავები ერთმანეთისგან გამოყოფილია 2 წყვილ, კაპიტელიან სვეტებზე გადაყვანილი თაღებით, რომელთაც ეფუძნება ცენტრალური დარბაზის ნახევარწრიული კამარა. გვერდითი ვიწრო ნავების კამარები საფასადე გრძივ კედლებზეა გადაყვანილი. დარბაზი აღმოსავლეთისკენ სრულდება ნახევარწრიული ფორმის აფსიდით. აფსიდის გვერდებზე პასტოფორიუმებია განლაგებული. ეკლესიას შესასვლელი სამი მხრიდან აქვს, დასავლეთით მცირე კარიბჭით. აღმოსავლეთ მხარეს სამი სარკმელია გაჭრილი. ერთი საკურთხეველში, ხოლო დანარჩენი ორი გვერდითა ოთხებში. ორ-ორი სარკმელია მოთავსებული სამხრეთითა და ჩრდილოეთით, ხოლო დასავლეთ მხარეს კი სარკმელი კარიბჭის თავზეა გაჭრილი. ფასადები რესტავრაციის დროს განახლდა. ეკლესიის აგურის კედლები ამჟამად მოპირკეთებულია ქვის ფილებით. ფასადებს დაუყვება სხვადასხვა წმინდანთა გამოსახულებიანი რელიეფები. თაღოვანი სარკმლები მოჩარჩოებულია. აღმოსავლეთ მხარეს ფრონტონში ჯვარია გამოსახული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5169
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩხეიძე ნინოს ქ./32
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.; უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-16-20 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom: მე-16
DateRangeTo: მე-20
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია;
CurrentFunction:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80912262
Y: 41.70110756