{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2762?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2762?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2762?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2762",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2762,
    "ID" : 2762,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "XIX საუკუნის მეორე ნახევარში აგებული შენობა ფასადის დამაგვირგვინებელი და ქუჩის მხარეს მოქცეული, თითქმის 180 გრადუსიანი კუთხით შემოწერილი შეკიდული აივნითა და ეზოს მხარეს წაგრძელებული, არქიტრაული გადახურვის მქონე ფლიგელის კონტრასტული შეხამებით იქცევს ყურადღებას. გეგმარებით ხაზოვანი შენობა ცენტრალური, ჩრდილოეთის ფასადით გამოდის ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე. \nაგურით ნაშენი სახლის ისევე, როგორც ეზოს ფლიგელის, ქუჩისპირა ფასადის დამუშავება ფსევდო-კლასიცისტური არქიტექტურის ნიშნებს ატარებს. აგურით ნაშენი სახლი ორსართულიანია, თუმცა ძალიან მაღალი სარდაფის სართული შენობის სართულიანობას ვიზუალურად ამრავლებს და შენობაც სამსართულიანი სახლის შთაბეჭდილებას ტოვებს. საფასადო დანაწევრების მთავარ ელემენტებს შენობის კონსტრუქციული დომინანტები - მეორე სართულზე გარშემოვლებული აივანი და აივნის ქვემოთ, ეზოში შემავალი კარიბჭის სიახლოვეს დატანილი, მაღალი და ვიწრო კარი წარმოადგენს. ქუჩისპირა აივანი მოსალოდნელზე ნაკლებად დეკორირებულია და ყრუდ შეფიცრული მოაჯირისა და მომცრო კრონშტეინებზე შესმული კარნიზით აღინიშნება. ამავე ფასადის დანაწევრებაში მონაწილეობს პროფილირებულ ფართო საპირე-ჩარჩოში ჩასმული, სამი სარკმლის ღიობი. შენობის კარიბჭე მოცემული კომპლექსის (შენობა - ეზოს მოგრძო ფლიგელი) სიმეტრიის ღერძზე, ფლიგელისა და სახლის დამაკავშირებელი აგური თაღის ქვეშაა დატანილი. საკმაოდ დაწეული თაღი პრეავარიულ მდგომარეობაშია, ავთენტური ალაყაფის კარი მოგვიანებით ჩასმული რკინისავე ჭვირული კარითაა ჩანაცვლებული. \nშენობის ეზოს მხარეს მიქცეული ფასადი ხის კონსტრუქციებით ამოყვანილი ღია აივნებისა და შუშაბანდების სისტემას მოიცავს. ფართო აივნებზე დამატებითი სამეურნეო და სანიტარული ფართებია ამოშენებული. გალერეების  მხატვრული გაფორმებიდან აღსანიშნავია ჭვირული მოაჯირებისა და სვეტისთავების ფრაგმენტები. სახლს საკმაოდ მაღალი, კამაროვანი გადახურვის სარდაფის სართული აქვს, რომლის სათავსოების მიახლოებული სიმაღლე 3,60 მეტრია. სახლზე კარიბჭის თაღით მიბმული წაგრძელებული ფლიგელი წინფრით გადახურული სადარბაზო კარითა და სარკმლების რიტმული რიგით არის დანაწევრებული. ფლიგელის სარკმლებიდან ერთი ამოშენებულია, სწორკუთხა ფრამუგის საზღვრამდე, ასევე გაუქმებულია სადარბაზოს კარი, რომელიც ამჟამად რკინის ჟალუზით არის დაფრული. ფლიგელის უკანა ფასადი, რომელიც პირდაპირ ეზოშია მოქცეული, მოგვიანო ხანის რკინა-ბეტონის მინაშენებით სრულიად გადაგვარებული და ავთენტურობადაკარგულია. საკუთრივ ეზო, განახლებული ასფალტის საფარითა და გამწვანების გარეშე, მასში დამატებით ჩადგმული საცხოვრებელი და სამეურნეო ფართების ხარჯზე მნიშვნელოვნად შევიწროვებულია. \nშენობის ფიზიკური მდგომარეობა ცუდია. მთავარ პრობლემას დაზიანებული (თუმცა კი ახლად გამოცვლილი) სახურავი და მისგან ჩამოსული ნაჟური წყალი წარმოადგენს. მოძველებულია და გასაახლებელია ხის კონსტრუქციები, დაზიანებულია ქუჩის ფასადების ნალესობა, ალაგ-ალაგ გაშიშვლებულია აგურის წყობა. შენობის ავთენტურობა შიდა და გარე პერიმეტრებზე თანაბარი დარღვევებით არის დაცული. ამ მხრივ, განსაკუთრებით ხვდება თვალს ეზოს ფლიგელის ფასადები. ქუჩის ისტორიულ-მხატვრული მთლიანობის დაცვის მიზნით, აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5362",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჯავახიშვილი ივანეს ქ./24",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.805030039999998,
    "Y" : 41.704747320000003
  }
}