ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2760
ObjectID: 2760
ID: 2760
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: XIX საუკუნის დაასრულს აგებული შენობის არქიტექტურული იერი ფსევდო-ბაროკული და მოდერნის არქიტექტურული ნიშნების თავისებური შერწყმით იქცევს ყურადღებას და მდიდრული, თვალშისაცემი ნაძერწი პლასტიკით გამოირჩევა. კვადრატული გეგმარების და ორფერდა გადახურვის შენობა მოსწორებულ რელიეფზე დგას. ცენტრალური, ჩრდილოეთის ფასადი ი. ჯავახიშვილის ქუჩას გადაჰყურებს, გვერდითა ფასადები მეზობელი განაშენიანებისაკენ პირმიქცეული, შეულესავი აგურით ამოყვანილი ყრუ კედლებია. ზურგის ფასადი შიდა ეზოს გადაჰყურებს. შენობა ბელეტაჟზე შესმულ, ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს, რომლის საფასადო დანაწევრება კლასიკურ სქემას მისდევს: სარდაფის კვადრატული სარკმლებით დატიხრულ მაღალ ცოკოლზე შესმული შენობის ფასადი სარკმლის ღიობთა ქვედა და ზედა საზღვართან გავლებული, წვრილი დეკორატიული თაროს და დენტიკულებიანი, პროფილირებული კარნიზის მეშვეობით იყოფა, რომელთა შორის კედლის სიბრტყე კარ-სარკმლის მოზრდილი ღიობებით ნაწევრდება. ძალიან მაღალი, თითქმის მთელი სართულის სიმაღლეზეა აწვდენილი სადარბაზო კარი, რომელიც მარცხენა ფრთის კიდეშია გაჭრილი, მაღალი ავთენტურობითა და მეტად ფასეული მხატვრული დამუშავებით გამოირჩევა. ხის მოჩუქურთმებული და სწორკუთხა, წვრილად დატიხრული ფრამუგით გაფორმებული კარი ლითონის ავთენტური სახელურებით, საფოსტო ყუთის გარე ჭრილით და მდიდრული კომპოზიციის ცხაურებით არის საყურადღებო; ყვავილოვან-ფოთლოვანი მოტივებით დამუშავებული ცხაურის კომპოზიციური ცენტრი ადამიანის სახიანი მედალიონებით არის აქცენტირებული. სამწუხაროდ, შენობის სადარბაზოს დათვალიერება ვერ მოხერხდა (დაკეტილი იყო). სადარბაზო შესასვლელის უშუალო სიახლოვეს, შენობის აღმოსავლეთ, გვერდით კედელთან მიდგმულია ეზოში შემავალი ჭიშკარი, რომლის თავზეც თავდაპირველად აგურის წყობაში გამოყვანილი თაღი გადადიოდა (დაკარგულია ეზოს ჭიშკრის ავთენტური ალაყაფის კარიც). გლუვად შელესილი ფასადის მხატვრული გაფორმების მნიშვნელოვან მხარეს წარმოადგენს მსუყედ დეკორირებულ საპირეებში ჩასმული მაღალი, სწორკუთხა სარკმლები. ვარდულებით გაფორმებული სანდრიკები სარკმლის მრუდხაზოვან, ვოლუტებით დასრულებულ გვერდითა პილასტრებში გრძელდება; ეს უკანასკნელი მაღალ კრონშტეინებზეა შეყენებული, რომელთა შორისაც სარკმლის ღიობთა ქვედა მხარეს, ყვავილოვანი გირლანდებით და ცეცხლის ენებმოკიდებული ვაზებით გაფორმებული რელიეფური ფილებია ჩადგმული. შენობის ეზოს დათვალიერება, ჩაკეტილი ჭიშკრის გამო, მხოლოდ მეზობელი სახლის ეზოდან მოხერხდა. აღმოჩნდა, რომ ხის აივან-შუშაბანდები თითქმის სრულიად აღებულია და მათ ადგილას რკინა-ბეტონით ამოშენებული-გაფართოებული საცხოვრებელი ფართებია დამატებული; ამავე ფასადზე შენობას აქვს დაშენებაც. ეზო საკმაოდ ფართოა, გამწვანების გარეშე და განახლებული ასფალტის საფარით. შენობის ფიზიკური მდგომარეობა საკმაოდ შელახულია ქუჩის ფასადის მხარეს, მაგრამ მოვლილია ეზოს მხარეს. ფასადის კედლების ზედა მხარეს ღრმა და გამწოლი სეისმური ბზარები შეინიშნება, განსაკუთრებით დაზიანებულია საფასადო ნალესობა და ნაძერწი პლასტიკა, გირლანდებითა და ვაზებით შემკული რელიეფური ფილებიდან ერთი დაკარგულია, სანახევროდ ჩამოცვენილ-ჩამომტვრეულია სადარბაზო კარის მომფარგვლელი პროფილირებული საპირე. შენობა საჭიროებს ფასადების გადაუდებელ რესტავრაციას. შენობის ავთენტურობა მხოლოდ ქუჩისპირა ფასადზეა შემორჩენილი, რომელიც უხეში ჩარევებისაგან ვერ იქნა დაზღვეული; გამოცვლილია სარდაფის სარკმლების ალათები, ხოლო ერთ-ერთი სარკმელი სულაც სარდაფში კიბით ჩამავალ კარად არის გადაქცეული, რომელიც, ასევე ავთენტურობის დარღვევით, რკინის კარითაა გაფორმებული. ამის მიუხედავად, ქუჩის მხატვრულ-ისტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით, აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მაღალმხატვრული სადარბაზო კარისა და საფასადო სკულპტურის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5372
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./40
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.80395333
Y: 41.70625566