ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2758
ObjectID: 2758
ID: 2758
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში აგებული შენობა ამპირის სტილის ნიშნებს ატარებს. მოსწორებულ რელიეფზე მდგომი, ორსართულიანი ნაგებობა მრავალბინიან სახლს წარმოადგენს. აგურით ნაგები შენობა გეგმარებით რუსული ,,პ”-ს ფორმისაა და ცენტრალური ჩრდილოეთის ფასადით ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე გამოდის. სახლს ქუჩის მხარეს ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთ ფრთაში გადანაწილებული ეზოში გვირაბით შემავალი ჭიშკარი და სადარბაზო კარი. საფასადო კომპოზიცია მწყობრი და სიმეტრიულია, გამოირჩევა ზუსტი პროპორციებითა და გეომეტრიულ მოტივებზე დაფუძნებული დეკორით. ქუჩის გასწვრივ საკმაოდ წაგრძელებული შენობა დეკორირებული კომპოზიციუირ ჰორიზონტალებითა და მათ შორის მოქცეული კარ-სარკმლის ღიობთა გაწონასწორებული რიტმით ნაწევრდება. სარდაფის ნახევარსარკმლებით დატიხრულ ცოკოლზე შესმული ფასადი დენტიკულებიანი კარნიზითა და ორფერდა გადახურვის ქვეშ მოქცეული, სხვენის სამერცხლე სარკმლებით გვირგვინდება. ამ ორ ძირითად საზღვარს შორის, სართულზედა დეკორატიული თაროები და რკინის მოაჯირიანი სამი ღია აივანი გამოიყოფა. იერარქიულად განსხვავებულია სართულების სიბრტყეთა დამუშავება და მათზე განთავსებულ ღიობთა გაფორმება. ცენტრალური ფასადის პირველი სართული მსხვილღარიანი და მაღალი რუსტით არის დაფარული, მისი სარკმლები პროფილირებულ საპირეებში ზის, ხოლო მათი ქვედა თაროები პარალეპიპედური კომპოზიციებით არის გაფორმებული. მსუბუქად მონიშნული რუსტის წყობა გვხდება მეორე სართულზე, მაგრამ შედარებით რთული მხატვრული გაფორმებით: სარკმლის საპირეები საჭექი ქვებით იმკობა, ქვედა თაროებზე - წრიული ფიგურებია დამატებული. ყურადღებას იქცევს წინფრით გადახურული, სწორკუთხა ფრამუგით განათებული სადარბაზოს ავთენტური კარი (მოჩუქურთმებული ფრთებითა და რკინის ჭვირული ცხაურით), რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და დაკეტილია. სადარბაზო უჯრედი მოზაიკური წყობის ქვის იატაკითა და კიბეებით არის გაფორმებული; კიბის მეორე მარშის ქვეს მოქცეული სივრცე მთლიაანდ კედლითაა ამოშენებული და იმდენად უხეშად და უცოდინრად, რომ ნალესობასი სანახევროდაა მოყოლილი რკინის მოაჯირი, კანდელაბრის ჩათვლით. შენობის გევრდითა ფასადები შეულესავი აგურის ყრუ კედლებითაა ამოყვანილი, განსხვავებით ზურგის, ანუ სამხრეთის ფასადისგან, რომელიც ქუჩისპირა ექსტერიერის აკადემიურ სტილს ადგილობრივ, ხის კონსტრუქციებით გამართულ გალერეებს უპირისპირებს. ეზოს ფასადს აკლია ქუჩის ფასადის თავმომწონეობა და დეკორატიული გაქანება, მისი იერსახე დამახინჯებულია გვერდითა ფრთების მინაშენებისაგან, ამოშენებული შუშაბანდებისაგან. შენობის სარდაფის სართული მრავალსათავსოიანია, მათში ჩასვლა ქვის კიბეებით არის შესაძლებელი. სარდაფის ოთახების სიმაღლე ეზოს ფასადი მხარეს დაახლოებით 2,20 მეტრია, ხოლო ქუჩის მხარეს _ დაახლოებით 2,80 მ. საკუთრივ ეზო პატარაა, გამწვანების გარეშე, მრავალი სამურნეო ნაგებობის მომცველი და განახლებული ასფალტის საფარით. შენობის ფიზიკური დმგომარეობა საკმაოდ მძიმეა. დაზიანებულია ჭერი და ჩამომდინარი, ნაჟური წყლისგან, შესაბამისად, დაზიანებულია საფასადო ნალესობა, განსაკუთრებით კი კარნიზის ხაზი. შეინიშნება მრავლობითი ბზარები. შენობის ავთენტურობა სანახევროდაა დაცული, ძირითადად, ცენტრალური ფასადის ხარჯზე. თუმცა დაღვევები აქაც შეინიშნება: სავარაუდოდ სამი აივნიდან ერთი მოგვიანებით მიდგმულია, სარდაფის სარკმლებიდან ორი გაგანიერებული და ტროტუარზე ამოსასვლელ კარადაა გადაკეთებული. ავთენტურობის დაკარგვა უფრო ეზოს მხარესაა საგრძნობი, რომლის პირვანდელი ხის შეფიცრული მოაჯირებითა და კვადრატული სვეტებით გაფორმებული აივნები და შუშაბანდები რკინა-ბეტონის მინაშენებით სანახევროდაა დაფარული. ამის მიუხედავად, ქუჩის მხატვრულ-ისტორიული იერსახის მთლიანობისათვის აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5373
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./45
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს; ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მ-20 ს-ის დასაწყისი/მე-19 ს-ის ბოლო მეოთხედი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80263862
Y: 41.70856833