CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2754
ObjectID: 2754
ID: 2754
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ძეგლი მართკუთხა გეგმარებისაა და ეზოს ნაწილში მარჯვენა მხარეს მცირე წანაზარდის სახით გრძელდება, ნაგებია ძველი აგურით. შენობის სამი სართულიდან პირველი მთლიანად სახეცვლილი და გალესილია. შეცვლილია აგრეთვე, თავდაპირველი შესასვლელები. ამჟამად, ნაგებობის პირველ სართულზე ორი შესასვლელია - ერთი ცენტრალური, ხოლო, მეორე ნაგებობის უკიდურეს მარჯვენა ნაწილში. სართულებს შორის მოცემულია გამყოფი ჰორიზინტალური კარნიზი, რომელიც კიბისებრი სახითაა დამუშავებული. მეორე სართულის დეკორაციული ელემენტებიდან აღსანიშნავია სარკმლების მოპირკეთება და ერთ მხარეს სარკმლისავე ქვის, ფარდისებრი მოტივის მცირე დეკორი. დეკორაციული და მხატვრული თვალსაზრისით განსაკუთრებულად გამორჩეულია ძეგლის ბოლო, მესამე სართული. აქ გვხვდება მეორე სართულის მსგავსი სარკმლის საპირე და ისეთივე ფარდისებრი მოტივი, სარკმლის ქვეშ. ხოლო, მესამე სართულის ორივე სარკმლის თავზე გვხვდება მცირე პლასტიკის საშუალებით შექმნილი მხატვრული ელემენტები. უკიდურეს მარცხენა მხარეს ძეგლს მეორე და მესამე სართულების დონეზე დაუყვება ლილვოვანი პილასტრი, რომელიც მასიური, დეკორირებული კაპიტელით სრულდება. აღსანიშნავია ნაგებობის გვერდითი მხრიდან, შიდა ეზოში ამავალი ძველი ქვის კიბეები. ხოლო, ძალზე მცირე ზომის ეზოში შესამჩნევია აივნები, რომლებიც სავარაუდოდ, ძველი უნდა იყოს. აივნებს ადგილ-ადგილ, ჭვირული მოაჯირები აქვს შემორჩენილი. ეზო არ ატარებს მაღალ მხატვრულ ღირებულებას. მესამე სართულს აქვს შედარებით გვიანი რკინის აივანი, რომლის მოაჯირებიც დეკორაციულადაა მორთული. რკინისავე აივანს ვხვდებით შენობის მარჯვენა ნაწილში, მეორე სართულის დონეზე. ეს უკანასკნელი გვიანია და არავითარ მხატვრულ ღირებულებას არ ატარებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4405
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: თოიძე მოსეს ქ./32
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრუ
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80950728
Y: 41.70161501