CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2751
ObjectID: 2751
ID: 2751
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ე.წ. "ქართული" აგურით ნაშენი ორსართულიანია შენობა ფასადებით წინამძღვრიშვილის და კლდიაშვილის ქუჩებზე გამოდის. სახლს ლათინური ასო U-ის ფორმა აქვს და ეზო გახსნილია მიხ. წინამძღვრიშვილის ქ. #99-ის ეზოს მიმართ. სახლს აქვს სარდაფი, რომლის ჩასასვლელებიც ეზოს მხრიდანაა მოწყობილი. შენობა შელესილი და შეღებილია, ფასადების კუთხეებში კანელურებიანი პილასტრების კვალია შემორჩენილი. აქვს დეკორატიული ელემენტები. ფასადის ცენტრში (წინამძღვრიშვილის) II სართულზე განთავსებულია ხის აივანი ჭვირული მაჯირებით და სვეტებს შორის აჟურული თავსართებით. II სართულის თავზე, ორივე ფასადს აბოლოებს პარაპეტი. მარცხენა განაპირა მხარეებში აქცენტირებული ფრონტონებით. კლდიაშვილის ქუჩის ფასადზე, სავარაუდოდ, თავად შენობასა და ხის აივნებზე უფრო გვიანდელი ლითონის ორი აივანია. ორივე ფასადზე I სართულის ღიობები გაბარიტითა და განლაგების რიტმით განსხვავებულია II სართულის ღიობებისგან. ზოგი საკმაოდ დიდია, რაც იმის ვარაუდის საბაბს გვაძლევს, რომ ამ სართულზე, შესაძლოა, ძველად სავაჭრო რიგი იყო. ორ ფანჯარაზეა შემორჩენილი საპირეები. II სართულის ღიობებს აქვს სწორხაზოვანი სანდრიკები დეკორატიული ელემენტებით. ორივე სართულს გასდევს კარნიზები. ეზოს ფასადებზე შემორჩენილია ჭვირული მოაჯირები. საერთო ჯამში ეს ფასადები სახეცვლილია გადაკეთებების გამო. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამავალი ფასადის თავზე მოჩანს დაშენება. სახლის ფიზიკური მდგომარეობა სავალალოა, როგორც მზიდი კონსტრუქციის, ისე ხის და ლითონის აივნებისა და ეზოში შუშაბანდების. წელიწადნახევრის წინ II სართულის კედელი ჩამოიშალა და მოსახლეს თავად მოუწია მისი აშენება და გამაგრება ლითონის ელემენტებით. ვიზუალური შეფასების შედეგად, ნათლად ჩანს დეფორმაციები, რომლებიც გამოწვეულია შენობის ხანდაზმულობით, საინჟინრო კომუნიკაციების გაუმართობით და მობინადრეთა მიერ გადაკეთებებით. არამდგრადია როგორც თავად ძირითადი ნაწილი, ასევე ეზოს ფასადების ხის შუშაბანდებიც. მთავარი ფასადის ნალესობის დიდი ნაწილი ჩამოყრილია და დაზიანებული. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს წყალსაწრეტი მილების გაუმართაობა (დაკარგულია დაბოლოებები, ე.წ. მუხლები), ეზოში არსებული ონკანი, რომელიშიც მუდმივად მიედინება წყალი და გვირაბში არსებული ლუკები. ყოველივე ამძიმებს სახლის ფიზიკურ მდგომარეობას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შენობა მოითხოვს სერიოზულ საინჟინრო ჩარევებს და სრულ რეაბილიტაციას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4487
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კლდიაშვილი დავითის ქ./2.წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./99
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.79810293
Y: 41.71344565