ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2747
ObjectID: 2747
ID: 2747
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: XX საუკუნის დასაწყისში აგებული შენობა თბილისის მდიდრული, საშემოსავლო სახლების ერთ-ერთი დასამახსოვრებელი შენობაა. სამსართულიანი სახლი გეგმარებით კუთხისებრია და ორი ქუჩის კვეთაზე ოსტატურად ჩადგმული, მთელი ბრწყინვალებით წარმოდგება მნახველის წინაშე. აღმოსავლეთით მცირედ დაქანებულ რელიეფზე მდგომი შენობა ფსევდო-ბაროკალური იერით, მსუყე ნაძერწი პლასტიკითა და შპილიანი გუმბათით დაგვირგვინებული კუთხის ერკერით იქცევს ყურადღებას. საფასადო კომპოზიციის დამანაწევრებელი ელემენტებია როგორც ცოკოლის, სართულშუა თაროსა და პროფილირებული, შვერილი კარნიზის ჰორიზონტალები, ისე კიდურა ფრთების მცირედ შვერილი და მაღალი პარაპეტით დასრულებული რიზალიტებისა (პარაპეტების დამკავსირებელი რკინის მოაჯირი დაკარგულია) და აჟურულ აივანთა მწკრივის ვერტიკალები. შენობის საფასადე კომპოზიციის მხატვრული გაფორმება იერარქიულად გადაწყობილ და განსხვავებულად დამუშავებულ კედლის სიბრტყეებს, სარკმლის განსხვავებულ საპირეებსა და ნაძერწ სამკაულს გულისხმობს. რა თქმა უნდა, განსხვავებული და მეტად სოლიდურია რიზალიტური შვერილების სარკმლები: ორი დგარითა და მეტი ნაძერწი მორთულობით, ვიდრე ეს ფასადის დანარჩენ ღიობებზე გვხდება, ამ მხრივ, განსაკუთრებულია რიზალითურ მესამე სართულზე სარკმელთა გაფორმება: კანელურებით დაღარული კორინთული პილასტრები ბაროკალური ეფექტის სანდრიკს ფლანკირებენ - შუაში ჩატეხილ ფრონტონით და მასში მოთავსებული ფოთლოვანი გირლანდებითა და ვაზით. ტრადიციულ იერარქიულ დანაწევრებას მიჰყვება შენობის დანარჩენი სიბრტყეები: პირველი სართული ნალესობაში ოდნავ მონიშნული რუსტოვანი წყობითა და მაღალი ვიტრინებით არის გაფორმებული; მეორე სართულის კედელი ჰორიზონტალური ზოლურების ღრმად დაღარული რუსტითა და პროფილირებულ საპირეებში ჩასმული სწორკუთხა ღიობებით ნაწევრდება, რომელთა მაღალი სანდრიკებიც ქალისთავიანი სკულპტურული გამოსახულებებით იმკობა; ნალესობაში ამოკაწრული რუსტით იფარება მესამე სართული, რომლის ღიობები შედარებით სადა, სხვადასხვა კონფიგურაციის სანდრიკებითა და ქვედა თაროს ფოთლოვანი გირლანდებით არის შემკული. ი. ჯავახიშვილის ქუჩის მხრიდან სახლს ორი შესასვლელი აქვს: სიმეტრიის ღერძზე დატანილი სადარბაზო კარი და კიდურა რიზალიტურ შვერილში მოქცეული ეზოს ჭიშკარი. აღსანიშნავია სადარბაზოს არასტანდარტული, შენობაში ოვალურად შეტეხილი დერეფანი. მისი უსამკაულო კედლები (იქნებ იყო კიდეც და ამჟამად დაკარგულია?) სრულ კონტრასტშია საფასადე დეკორთან, თუმცა ყურადღებას იქცევს რკინის ჭვირული მოაჯირი, მედალიონებში ჩაწერილი ადამიანის სახეებისა და ვარდულების კომპოზიციით. ხის ღია აივნებისა და შუშაბანდების ეზოს ფასადი ახალი მასალების ჩართვითა და ამოშენებების წყალობით სახეშეცვლილია. საკმაოდ მწირი ფართობის ეზოში მთავარ ღირშესანიშნაობას შენობის სრულ სიმაღლეზე აწვდენილი, კოხტა პროპორციების რკინის სერპანტინიანი კიბე წარმოადგენს, რომელიც ავთენტური, ქოლგური წინფრის ჩათვლით არის შემორჩენილი. შენობის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შენობას პირველ რიგში მოვლა აკლია, თუმცა საჭიროა ფასადების რესტავრაცია-რეაბილიტაციაც, რადგან ნალესობისა და ნაძერწი პლასტიკის დიდი ნაწილი დაზიანებულია. შენობის ავთენტურობა დიდწილად დაცულია, განსაკუთრებით ქუჩის ფასადის ზედა სართულებზე. აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5358
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./14.გოგიბერიძე მოსეს ქ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: სავაჭრო; ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80591595
Y: 41.7036686