ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2745
ObjectID: 2745
ID: 2745
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, სამსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. "ნიკოლოზის აგურით" და გეგმაში ლათინური "ლ"-ის მაგვარია. მისი შელესილი და შეღებილი მთავარი ფასადი გ. სუნდუკიანის ქუჩაზე გადის და საერთო განაშენიანებაშია მოქცეული. მთავარი ფასადის მარჯვენა კიდეში მშვილდათაღოვანი, ეზოში შესასვლელი გვირაბია გაჭრილი. მარცხენა განაპირა ნაწილში კი სადარბაზოს კარია მოთავსებული. ორ ღიობს შორის არსებული კედელი ცოკოლითაა ამაღლებული, რომელშიც სწორკუთხა სარკმლებია გაჭრილი. მათ თავზე პირველი სართული სამი, არშიაშემოვლებული, კარტუშებით დასრულებული ფანჯრითაა დანაწევრებული, ქვემოდან კი ყველასთვის საზიარო, ჰორიზონტალური სარტყელით არის მოჩარჩოებული. პირველი სართულის კედელი რუსტებითაა მოპირკეთებული. სართულებსშორის, გამყოფად გავლებულია ორი სარტყელი. მეორე და მესამე სართულის სწორკუთხა ღიობები უხვადაა მორთული. მათ არშიაშემოვლებულ ღიობებზე ნაძერწობით დაფარული და გირლიანდებით გამშვენებული საჭექი ქვები ამკობს. ფანჯარათა ჩამოსწვრივ კი სწორკუთხა ჩაღრმავებებში ნაძერწი კომპოზიციებია მოთავსებული. აღნიშნულ სართულებზე განთავსებული, ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივნები მსგავსია. ფასადი მთლიანად შვერილი კარნიზით სრულდება. ეზოს მხარეს ხის გახსნილი აივნები ამჟამად, ძლიერ სახეცვლილია. სახლი გადახურულია თუნუქით. ის აშენებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყისში. მთავარი ფასადი ბაროკოს სტილითაა შთაგონებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სუნდუკიანი გაბრიელის ქ./13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80271642
Y: 41.70504727