ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2742
ObjectID: 2742
ID: 2742
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: რენესანსული სტილის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგებულია მე-19 საუკუნის ბოლოს. ნაგებობის სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური და დაფარულია დეკორატიული ნალესობით. ცოკოლზე მდგარი შენობის მთავარი ფასადი, ერთი შეხედვით ასიმეტრიული ხასიათისაა, რაც განპირობებულია მისი ცენტრალური ვესტიბიულის შესასვლელის მდებარეობით. სადარბაზოს თაღოვანი ხის კარი გადაადგილებულია სიმეტრიის ღერძიდან. ნაგებობა, ერთი შეხედვით, თავშეკავებული დეკორით გამოირჩევა, თუმცა იგი დაფარულია რუსტიკით, მისი სარკმლები შემკულია პროფილირებული საპირეებით, ბავშვის გამოსახულებიანი თავსართებითა და თაღედით. საცხოვრებელ სახლს ასრულებს სადად გადაწყვეტილი კარნიზი. შენობის მეორე სართულს ამკობს ორი ჭედური აივანი. სისადავით გამოირჩევა ცხაურით შემკული სადარბაზოს ხის კარიც. სადარბაზოში ყურადღებას იმსახურებს მოზაიკის იატაკი. შიდა ეზოს მხრიდან შენობა სამსართულიანია. მისი ფასადი საყურადღებოა თავისი ჭვირული ორნამენტებით შემკული შუშაბანდებითა და აივნით. აქვე გვხვდება ლითონის წრიული კიბე. უნდა აღინიშნოს, რომ ახლახანს სახლს დააშენეს მესამე მანსარდული სართული, რამაც, შესაძლოა, დააზიანოს შენობის ისედაც ცუდი მდგომარეობა. მის მთავარ ფასადზე შეინიშნება ბზარები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4406
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: თოიძე მოსეს ქ./33
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80948118
Y: 41.7009448