CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2740
ObjectID: 2740
ID: 2740
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: შენობა ორსართულიანი, სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობაა, ნაშენია ძველი აგურით. აღმართის ლანდშაფტური თავისებურებიდან გამომდინარე, ნაგებობა სამკუთხა ფორმის, ცოკოლის ტიპის საფუძველზეა ნაგები. სწორედ ამ დონეზე, შენობაში სარდაფის ტიპის სათავსია განთავსებული, რომელიც ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო, არაერთგვაროვანი სიმაღლისაა. სახლის მთავარი ფასადის საერთო გეგმარება სადა და სიმეტრიულია. პირველი სართულის ოთხი ვიწრო, მართკუთხა ფორმის, თანაბარი ინტერვალებით დაშორებული ფანჯარა პრაქტიკულად, სრულად ავსებს კედლის არეს. ანალოგიურადაა დანაწევრებული მეორე სართულიც, სადაც ფანჯრების გარდა, კარის ღიობიც ჩნდება. მეორე სართულის ამ ღიობებიან მონაკვეთს სრულად ფარავს გარედან მართკუთხა ფორმის, დიდი ხის აივანი, რომელიც თავის მხრივ, შენობის მთავარ სამშვენისს წარმოადგენს. ორივე სართულზე, ფანჯრებს ძირში ჰორიზონტალური სარტყელის ტიპის, ორი შვერილი ზოლი მიუყვება. თითოეული სარკმლის ჭრილს პროფილირებული საპირე შემოსაზღვრავს, რომელიც ქვემოთ, კედლის არეში კვადრატულად ჩაზნექილი მონაკვეთით გრძელდება. ამგვარი გადაწყვეტა ფასადის საერთო ვერტიკალიზმს კიდევ უფრო აძლიერებს. აივანს ქმნის სადა, წახნაგოვანი ხის სვეტები, მათ შორის არსებული ხის რიკულებიანი მოაჯირები და ზიგზაგისებური კონტურის მქონე კარნიზი. შენობა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, თუმცა ამჟამად, მისი ზედაპირი, თითქმის სრულად, დეკორატიულ-მცენარეული საფარითაა დაფარული, რაც ხილვადობას მნიშვნელოვანწილად აბუნდოვნებს. ნაგებობას პარაპეტის ხაზი აბოლოვებს. 2007 წლის აღწერილობის თანახმად, პარაპეტის ზოლის უკან, სიღრმეში ნაგებობაზე ფიქსირდებოდა ერთი სართულის სიმაღლის დანაშენი, რაც ამჟამად სრულადაა მოხსნილი. ეზოს მხრიდან, ნაგებობის გვერდითი ფასადი სადაა. მის ცენტრში მთავარი შესასვლელი კარია, მეორე სართულზე კი ორი ფანჯარაა განთავსებული. ამ ფასადის მარჯვენა, განაპირა მხარეს სარდაფის დონის ნაწილში შესასვლელი კარიცაა მოცემული. ყრუ და სადაა შენობის მეორე ფასადი და უკანა მხარე, რომელიც ეზოდან დათვალიერების დროს, ნაწილობრივ ჩანს.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ახვლედიანი ელენეს აღმ./10ა
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81035193
Y: 41.69759856