ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2738
ObjectID: 2738
ID: 2738
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს ორსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომელიც ამჟამად ძლიერაა დაზიანებული. სამშენებლოდ ძირითადად, გამოყენებულია ძველი აგური და ხის მასალა. ცენტრალური ფასადი, სართულების შესაბამისად ორ ნაწილად იყოფა. მას ღიობების მკაფიოდ ასიმეტრიული გადანაწილება გამოარჩევს. ქვედა სართულზე ერთმანეთის მიყოლებით განთავსებულია სამი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის კარი. აქედან, პირველი ორი შიდა ეზოში შესასვლელია, მათ გაყოლებაზე კი ასევე, სამი ფანჯარაა მონიშნული. მათგან შუა ყრუ ფანჯარაა, გვერდითი ორი კი ფუნქციურად მოქმედი ღიობებია. ზედა სართულს მთელ სიგრძეზე გასდევს აივნის ზოლი. მათ გარშემოწერილობას არასიმეტრიული ინტერვალებით ჰყოფს ხის სადა, გლუვი ზედაპირის მქონე მოაჯირები და სადა, მრგვალ ბაზებს დაყრდნობილი, მცირედ პროფილირებული კაპიტელების მქონე სვეტები. ამჟამად, აივნის მარცხენა მონაკვეთის ძლიერი დაზიანების გამო, სვეტების ნაწილი და მოაჯირის მონაკვეთი აღარ არსებობს. შემორჩენილია აივნის ლითონის კრონშტეინების ფრაგმენტები. განსხვავებულია მეორე სართულის ღიობების გარემოხაზულობა. აივნიდან ოთახში შესასვლელი კარის მარჯვნივ არსებული სამი ფანჯარა ოდნავ მორკალულ მოჩარჩოებაშია ჩასმული, კარის მარცხნივ არსებული ფანჯრის ორი ღიობი კი მკაცრად მართკუთხა ფორმისაა. ნაგებობის ხის კარნიზი სვეტებისა და მოაჯირების მსგავსად სადა, თავშეკავებული ხასიათისაა. მას მთელ სიგრძეზე გასდევს მცირე, ტრაპეციისებური ფორმების რიტმული მონაცვლეობის ზოლი. შენობას აქვს მესამე სართულის მონაკვეთიც, რომელსაც სამერცხლურის სახე აქვს და განთავსებულია არა ნაგებობის ცენტრში, არამედ მკაფიოდ მარჯვნივ. ზოგადად, ნაგებობის საერთო გეგმარების ხასიათი და სტრუქტურა ცხადჰყოფს, რომ ეს შენობა მარჯვენა ფლანგში ბევრად უფრო მწყობრი და სიმეტრიული ხასიათისაა, ვიდრე მარცხენა ნაწილში, რაც შესაძლოა ადრეული, ან სულაც თანადროული გადაკეთება-გადიდების შედეგი იყოს. სხვათაშორის, ამასვე მოწმობს მისი დაზიანებების ლოკალიზების ძირითადი არეც. ყველაზე მძიმე დაზიანებები ნაგებობას სწორედ, მარცხენა ნაწილში აღენიშნება. ამ მხარეს ჩაქცეულია გადახურვაც. საერთოდ კი ნაგებობის ვერტიკალური გეგმარებითი ხაზი ძლიერაა გამრუდებული, ასევე ბევრია ბზარები და ნახეთქები კედლის არეზე. დაზიანებულია ნალესობის ფენა განსაკუთრებით, პირველ სართულზე. შიდა ეზოს სათანადო დათვალიერება ვერ მოხერხდა. ნაგებობა სასწრაფო აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4884
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სულიაშვილი დავითის ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80894749
Y: 41.70179504