CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2737
ObjectID: 2737
ID: 2737
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგურითა ანაშენი. რუსული "Г"-ს გეგმის მქონე ნაგებობის ქუჩისკენ მიმართული ფასადი შელესილი და შეღებილია. ფასადის კომპოზიცია სიმეტირულია, მის გაფორმებაში მოდერნის სტილის ელემენტებია გამოყენებული. პირველი სართული ეზოს სწორკუთხა შესასვლელს წარმოადგენს, რომლის თავზეც მოზრდილი სანდრიკია მოცემული. მეორე სართულს თითქმის მთელს სიგანეზე მიუყვება ლითონის აივანი, მის ზემოთ კი ღიობია ერთმანეთზე მიჯრილი: ცენტრში კარი, აქეთ-იქით სარკმლები. ჩანს, რომ ახლახანს მომხდარა ჩარჩოს გამოცვლა და მეტალო-პლასტმასის ჩარჩოს დამონტაჟება, რასაც კარის საპირეს დაზიანება მოჰყვა. კარ-საკმელთა ღიობებს პროფილირებული საპირეს გარდა ნაძერწი გირლიანდები და დეკორატიული ლილვები ამკობს. კომპოზიციას ასრულებს პროფილირებული კარნიზი და პარაპეტი. ეზოს მხრიდან მეორე სართული ახლად ამოშენებულია აგურით. შებურულია გრძივი ნაწილიც, რომელიც თავდაპირველად ხის გალერეას წარმოადგენდა. მოგვიანოა ლითონის კიბეც. თავდაპირველი ელემენტებიდან შემორჩენილია ხის კრონშტეინები, პირველ სართულზე კი ხის ბოძები და ორნამენტული მოაჯირი. ნაგებობას აქვს სარდაფი, რომელიც დღეს უფუნქციოა და დალუქულია. შენობის მდგომარეობა მძიმეა, იგი საჭიროებს გამაგრებას. ნაგებობა საგულისხმო როლს თამაშობს ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურულ განვითარებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4935
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ტყვიავის ქ./14
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8042615
Y: 41.7039237