{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2732?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2732?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2732?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2732",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2732,
    "ID" : 2732,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "XIX საუკუნის დასასრულს აგებული შენობა დახვეწილი პროპორციებით, მდიდრული საფასადო პლასტიკითა და მაღალმხატვრული ღირებულების სადარბაზო კარით იქცევს ყურადღებას. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი მოსწორებულ რელიეფზე დგას და მთავარი, სამხრეთის ფასადით ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე გამოდის. \nგეგმარებით კუთხისებრი შენობა ორსართულიანია, ძალიან მაღალი სარდაფის სართულით. შენობის გევრდითა ფასადები შეულესავი აგურის წყობით ამოყვანილი ყრუ კედლებია, რომლებიც მეზობელ განაშენიანებას ებჯინება. ზურგის, ანუ ჩრდილოეთის ფასადი კი შიდა ეზოს მხარესა, რომელში შესვლაც ქუჩის მხარეს მოქცეული, გვირაბული გასასვლელის თაღოვანი ჭიშკრით არის შესაძლებელი. მაღალ ცოკოლზე შესმული შენობა სართულშუა პროფილირებული თაროთი და მეორე სართულის დამაგვირგვინებელი ძლიერად შვერილი, პროფილირებულ-დეკორირებული კარნიზით მთავარ ჰორიზონტალურ დანაყოფებად იშლება. დამანწევრებელი ელემენტები შენობის კიდეებსი მოქცეული მცირედ შვერილი რიზალითები, რომელთაგან მარჯვენაში ჭიშკარია გაჭრილი (ავთენტური ალაყაფის კარი დაკარგულია); ჭიშკართან უშუალო სიახლოვესა მოთავსებული სადარბაზო კარი (ამჟამად დაკეტილია, ვერ მოხერხდა მისი ინტერიერის ნახვა), რომელიც მეორე სართულის დონეზე, რკინის მოაჯირიანი მომცრო, ღია აივნით ფორმდება. \nაღსანიშნავია ხის მოჩუქურთმებული კარის მდიდრული, მცენარეულ ორნამენტში გამოყვანილი რკინის ცხაურები, რომლის ცენტრალურ მოტივს არფაში ჩაწერილი ყვავილები წარმოადგენს. ჭიშკრის მსგავსად, თაღოვანი ფორმა აქვს სადარბაზო კარის ფრამუგასაც, მაშინ როდესაც, ფასადის ყველა დანარჩენი ღიობი სწორკუთხაა. ცენტრალური ფასადი მწყობრი და გაწონასწორებულია, თუმცა სიმეტრიის ღერძის გამოკვეთის გარეშე. განსხვავებულია კედლის სიბრტყეთა დამუშავება: პირველი სართულის მსხვილად დაღარული რელიეფური რუსტი, კონტრასტშია მეორე სართულის გლუვად შელესილ კედლებთან. თუმცა მეორე სართულის კედლის სისადავე ორდერული დანაწევრების მდიდრული და პრეტენზიული იერით კომპენსირდება. პირველი სართულის სარკმლები მხოლოდ რელიეფური საჭექი ქვებით იმკობა, განსხვავებით ზედა სართულის სარკმელთა რთული კომპოზიციის, სწორკუთხა სანდრიკებისაგან. რიზალითურ შევრილებსი სარკმლები დამატებით იონიური ნახევარსვეტებითაც არის ფლანკირებული. \nშენობის ზურგის ფასადი ხის შუშაბანდებით იხსნება ეზოსკენ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ეზოს ფასადის ავთენტურობას არ არღვევს მინაშენი ან დაშენება. სადადა პროფილირებული ხის კონსტრუქციები მჭიდროდ შეფიცრულ მოაჯირებს და ოთხკუთხა სვეტებს მოიცავს. ეზოს მხარესვეა სარდაფის სართულში ჩასასვლელი ქვის კიბეები. ანფილადურად განლაგებული სათავსოების მიახლოებული სიმაღლე ეზოს მხრიდან 2,40 მეტრია, ხოლო ქუჩის მხრიდან დაახლოებით 3 მეტრი. შენობის ეზო მომცრო და მოვლილია, განახლებული ასფალტის საფარითა და გამწვანებით. \nშენობის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა, იმ თავლსაზრისით, რომ არსებობს საძირკვლის ჯდენის საშიშროება, რამდენადაც პერმანენტულად დგება წყალი სარდაფებში. ქუჩის ფასადზე დაზიანებულია ნალესობა, დაკარგულია პირველი სართულის სარკმლის ერთი საჭექი ქვა, დაზიანებულია კარნიზი. შენობის ავთენტურობა მეტწილად დაცულია, თუ არ ჩავთვლით განახლებულ ალაყაფის კარს, ქუჩის ფასადზე სარდაფის სართულის კარად ჩაჭრილ სარკმლებს. საჭიროა სარდაფებში წყლის ჩადგომის პრობლემის გადაუდებელი მოგვარება, შენობის რესტავრაცია-გამაგრება. ქუჩის მხატვრულ-ისტორიული მთლიანობისა და საკუთრივ სახლის დამოუკიდებელი მაღალმხატვრული ღიღებულების დაცვის მიზნით, აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5367",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჯავახიშვილი ივანეს ქ./31",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 ს-ის დასასრული.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;\nსავაჭრო;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.804012800000002,
    "Y" : 41.706699819999997
  }
}