ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2729
ObjectID: 2729
ID: 2729
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-19 საუკუნის დასასრულს აგებული სახლი ორსართულიანია, აგურით ნაშენი. ნაგებობა რუსული П-ს გეგმის მქონეა. პირველი სართულის ნაწილი ძველი ბათქაშის კვალს ატარებს, ნაწილი კი ახლადაა შელესილი ცემენტით, რაც მნიშვნელოვან ვიზუალურ ცვლილებას იწვევს. მეორე სართული შეულესავია. ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია. პირველი სართული სწორკუთხა სარკმლების ღიობით, ცენტრი მოცემული ეზოს სწორკუთხა შესასვლელითა და მის აქეთ-იქით წარმოდგენილი სადარბაზოს კარებით ნაწევრდება. მეორე სართული რიტმულადაა დაყოფილი სარკმლებისა და ორი, აივანზე გამავალი კარის ღიობით. თითოეულ მათგანს აგურის წყობით გამოყვანილი ფრონტონი, კრონშტაინები და დეკორატიული სწორკუთხა ნიშები ამკობს. კედელს აუყვება, ასევე აგურის წყობით გამოყვანილი პილასტრები. კომპოზიციას ასრულებს კარნიზი და პარაპეტი სამი ატიკით, აქედან სრულად შემორჩა მხოლოდ ცენტრალური, ერთი დაზიანებული, ერთი კი თითქმის სულ მონგრეული. შენობას ორი სწორკუთხა აივანი აქვს, ორნამენტული მოაჯირით. სახლის ორი სადარბაზოდან ერთმა შეინარჩუნა ძველი კარიც და ინტერიერში ქვის ფერადი ორნამენტული იატაკი, ასევე ხის კიბე და რიკულებიანი მოაჯირი. ეზოს მხრიდან, გაკრვეული ცვლილებების, შელესილობის თუ სხვადასხვა მასალით შებურული ფასადის მიუხედავად, დიდწილად შემორჩა ხის შუშაბანდი ორნამენტული კაპიტელების მქონე სვეტებით, ხის კრონშტაინების მწკრივით, ხის კიბეებით და მოაჯირით. სახლის სარდაფების ნაწილს თავდაპირველი ფუნქცია აქვს შენარჩუნებული, ნაწილი კი საცხოვრებელ ფართადაა გადაკეთებული. ნაგებობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ფასადზე ჩანს, ბზარები, ნაპრალები, საძირკვლის ჯდენის გამო კედელი დაბრეცილია, შენობა აშკარად ნგრევის საშიშროების წინაშე დგას და სასწრაფო რესტავრაცის საჭიროებს. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურულ განაშენიანებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5276
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./68
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80144417
Y: 41.70803344