ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2727
ObjectID: 2727
ID: 2727
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი შენობა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, 1876 წელს აიგო. მისი არქიტექტურა ბაროკოს, კლასიციზმის, ამპირის სტილის სინთეზს წარმოადგენს. საშენ მასალად ძველი აგურია გამოყენებული. ქუჩისკენ მიმავალი ფასადი შელესილია. ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია. პირველ სართულზე ცენტრში მოცემული სამი სარკმელი განაპირა მხარეს კარითა და ეზოში შემავალი ჭიშკრითაა ფლანკირებული. მეორე სართულს 5 სარკმელი ანაწევრებს. კუთხეებში მოცემული სარკმლებს ნახევარწრიული საპირე აქვთ, დამატებით კრონშტაინებითაა შემკული, ასევე, ორივე მათგანის აქეთ-იქით წყვილი კორინთული პილასტრია წარმოდგენილი. ცენტრში მოცემული სამი სწორკუთხა სარკმელის წინ კი ლითონის აივანი იქცევს ყურადღებას. შენობას ასრულებს პარაპეტი, სადაც კედლის სიბრტყეს ლითონის ცხაური ენაცვლება, ხოლო ცენტრში მოცემული მეზონინი. მისი განიერი სარკმელი დეკორატიულ თაღედშია ჩაწერილი. 2012 წელს, დ. აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია შეეხო ამ ნაგებობასაც. ფასადი შეიღება, გამოიცვალა სადარბაზოსა და ბუკინისტური მაღაზიის კარი, სარკმელთა ჩარჩოები და ალაყაფის ლითონის კარი. ასევე, ქუჩის მხრიდან შემავალ სადაბაზოში კიბე და მოაჯირი, რომელიც ხისავე მასალით ჩაანაცლეს. სარდაფში დღეს რესტორანი ფუნქციონირებს. ეზოს მხრიდან ნაგებობის ფასადი რამდენადმე ქაოტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე სართულის კარნიზის ქვეშ შემორჩა ხის ძველი კრონშტეინები, ასევე ხის ბოძები, ნაგებობის იერს მნიშვნელოვნად ცვლის ხისავე მასალის გამოყენებით განხორციელებული სხვადასხვა დროის გადაკეთება. ნაგებობას აქვს ძველი ერთსართულიანი მინაშენი, რომელიც, როგორც ჩანს, სველი წერტილის მნიშვნელობას ატარებდა, დღეს კი უფუნქციო და დალუქულია. რამდენიმე წლის წინ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოს მიუხედავად, შენობის მდგომარეობა მძიმეა, რაც მისი ეზოს მხრიდან დათვალიერებისას ხდება ცხადი. ამაზე მეტყველებს ნესტი, ბზარები, ჭერის ჩამოშლილი ბათქაში, დაზიანებული ხის შუშაბანდი. შენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს გამზირის განაშენიანებაში მხატვრული და ისტორიული თვალსაზრისით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4237
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./77
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1876 წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი; კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79846941
Y: 41.7084541