CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2726
ObjectID: 2726
ID: 2726
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა გეგმარებით რუსული "პ"– ს ფორმისაა, რომლის შიგნითაც იშლება შიდა ეზო. ძეგლის სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. სამსართულად ნაგებ შენობას მარჯვენა ნაწილში ემატება ნახევრადსარდაფული ერთი სართული, ხოლო, ძეგლის სამი სართული ფასადზე შემდეგი პრინციპითაა განლაგებული: ჰორიზონტალური რიგის დამყოფად მოცემულია კარნიზის მსგავსი სარტყელები, ხოლო, ვერტიკალურად მას ანაწევრებს ლილვოვანი პილასტრები, რომლებიც მარტივი მოყვანილობის კაპიტელებით სრულდება. კაპიტელი უერთდება ძეგლის დამასრულებელ, საფეხურებიან კარნიზს, რომელიც თავისთავად, მეტოპებითაა დართული. ძეგლის პირველ სართულზე სამი შესასვლელი კარი, ერთი სადარბაზო და ერთიც ეზოში შემავალი ჭიშკარია, ხოლო მათ შორის სარკმლებია გადანაწილებული. ჭიშკარს შემორჩენილი აქვს ძველი რკინის დეკორირებული კარი. სადარბაზო, რომელშიც ხვეული კიბის დეკორირებული უჯრედია შემორჩენილი მეორე და მესამე სართულებს უკავშირდება. კიბის მოაჯირები რკინისაა, ხოლო თავად კიბის უჯრედი ქვისგან შედგება. ძეგლის ფასადზე ორ ჰორიზონტალურ და სამ ვერტიკალურ რიგად განლაგებულია ორი, მეორე და მესამე სართულების აივნები. ისინი ძეგლის თანადროულია. რკინის ეს აივნები მოჩუქურთმებულია და ერთი და იმავე მოტივებითაა გაფორმებული. ნაგებობის ორსავე გვერდით ფასადზე გაჭრილია სხვადასხვა რაოდენობის სარკმელი. შიდა ეზოში შემორჩენილია დახურული აივნები, რომლებიც ჭვირული ორნამენტითაა დამუშავებული. ეზოს ერთ კუთხეში მოცემულია რკინის ხვეული კიბე, რომელიც შენობას მთელ სიგრძეზე მიჰყვება და მორთულია დეკორაციული ელემენტებით. ამას გარდა, შიდა ეზოს გარკვეულწილად, შენარჩუნებული აქვს ძველი სახე, შეიმჩნევა სახლთა შიდა ნაწილების რამდენიმე უმნიშვნელო განახლება. სადარბაზოს შემორჩენილი აქვს ძველი, ხის კარი, კარის თავზე კი ლომის თავის მცირე პლასტიკური ფიგურაა. მცირე პლასტიკის მრავალ მოტივს ასევე ვხვდებით მეორე და მესამე სართულის სარკმელთა მოჩარჩოების თავზე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5170
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩხეიძე ნინოს ქ./34/36
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80927154
Y: 41.70078117