ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2724
ObjectID: 2724
ID: 2724
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი მდებარეობს აღმაშენებლის გამზირზე, #34-ში. სახლი მცირე ზომისა და ლოგიკურად აგრძელებს აღმაშენებლის გამზირის ჰორიზუნტალურ სივრცით ხაზს. შენობა ორსართულიანია. ნაგებია ძველი აგურით, შელესილია და შეღებილი. პირველ სართული სახეცვლილია გვიანდელი ჩარევებით (შეღებილია, დარღვეულია ღიობების თავდაპირველი კონტური) და მასში განთავსებულია მცირე სავაჭრო ობიექტები. მეორე სართული სიმეტრიულია, ცენტრში ლითონის აჟურული აივანი გამოდის – ერთ კარით და აქეთ-იქეთ სარკმლებით, რომელიც, როგორც ჩანს, გვიანდელი უნდა იყოს. აივნის ორსავ მხარეს თითო-თითო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლები ფასადზე ერთმანეთისგან სქემატური, კორინთული კაპიტელებით დასრულებული სვეტებითაა გამოყოფილი. სარკმლების ალათები დეკორატიულადაა გაფორმებული, ხოლო თავსაკმუალად კი სკულპტურული გირლანდები გადაევლება. ნაგებობას ასრულებს პროფილირებული, სადა კარნიზი. შენობაში მოხვედრა დიდი, სწორკუთხა ფორმის ლითონის ჭიშკრითაა შესაძლებელი, რომელიც ამავდროულად შიდა ეზოშიც შეუძღვება შემსვლელს. ეზო მცირე მოცულობისაა, სწორკუთხა. ამ მხარეს სახლი შუშაბანდით იხსნება, რომელშიც აღსანიშნავია ხის დეოკრატიული ელემენტები, კიბე და ლითონის მოაჯირი. სახლს აქვს სარდაფი. შენობა ღირებულია როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით (მთავარი ფასადის გაფორმება). მასზე დასაშვებია მხოლოდ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4211
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./34
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1882 წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი; ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80173913
Y: 41.70428133