CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2723
ObjectID: 2723
ID: 2723
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: XIX საუკუნის დასასრულს აგებული შენობა თავისი დროის ელიტურ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენდა, რომლის საფასადო დამუშავებაც ფსევდო-ბაროკული იერსახით, დახვეწილი პროპორციებითა და მდიდრული საფასადო სკულპტურით იქცევს ყურადღებას. შენობა მემორიალურია: აქ 1922-1929 წლებში დაბინავებული იყო, სახალხო მხატვრისა და პროფესორის, მოსე თოიძის ,,სახალხო სამხატვრო სტუდია”. აღმოსავლეთით მცირედ დაქანებულ რელიეფზე მდგომი ორსართულიანი შენობა გეგმარებით ხაზოვანია. ქუჩის, ამ შემთხვევაში ი. ჯავახიშვილის მხარეს, შენობა მხოლოდ ერთი, სამხრეთის ცენტრალური ფასადით გამოდის. გვერდითა ფასადები, მეზობელ განაშენიანებას მიბჯენილი, შეულესავი აგურის წყობით ამოყვანილი ყრუ კედლებია. საფასადო კომპოზიცია მწყობრი და სიმეტრიულია. მის ჰორიზონტალურ დანაწევრებაში მონაწილეობას იღებს ცოკოლის ხაზი, სართულშუა პროფილირებული თარო, კარნიზი და პარაპეტი, რომელიც სიმეტრიის ღერძზე მშვილდათაღოვანი შემაღლებული ფრონტონით არის გაფორმებული. კარნიზი და პარაპეტი მიჯრით მიწყობილი კრონშტეინების რიგით იმკობა, რომელიც შორიდან ძალიან ჰგავს დენტიკულებიან არშიას. ფასადის ვერტიკალურ დანაწევრებას უზრუნველჰყოფს კორინტული ორდერის, კანელურებად დაღარული პილასტრული სარტყლები. ეს უკანასკნელი ერთი მხრივ, მონიშნავს სიმეტრიის ღერძზე მდებარე ეზოს შესასვლელს და მის თავზე მოქცეულ რკინის მოაჯირიან ღია აივანს, ასევე გვერდითა წყვილ სადარბაზო კარებებს, მეორე მხრივ, ფასადის კიდურა საზღვრებს. ფრამუგიანი, სადარბაზო კარებები დაკეტილი იყო და ვერ მოხერხდა მათი ინტერიერის ნახვა. შენობის საფასადე კედლები გლუვად შელესილია ორივე სართულზე; მხატვრული დატვირთვის იერარქია მხოლოდ კარ-სარკმელთა ღიობების ნაძერწ სამკაულს შეეხება. სადად პროფილირებულ ჩარჩოში ჩასმულ ღიობთა ფორმა მშვილდათაღოვანი მოხაზულობისაა პირველ სართულზე, მათ შორის ეზოს კარიბჭის მომფარგვლელი თაღიც. მკაფიოდ მოხაზული, ნახევარწრიული თაღებით იმკობა ზედა სართულის კარ-სარკმლის ღიობები, რომელთა ჩარჩო-საპირეების კომპოზიცია, ქვედა სართულისგან განსხვავებით, საჭექი ქვისა და კრონშტეინების დამატებით რთულდება. რაფინირებული საფასადო სკულპტურით გამორჩეული მეორე სართული, შედარებით სადა, მცენარეული რელიეფებით გადაწყვეტილ ღიობთა თავსართებს წარმოადგენს კიდურა ფრთებზე, მაშინ როდესაც, აივანზე გამომავალი კარებებისა და მათი მომიჯნავე სარკმლების თავსართები ადამიანის სახიანი საჭექი ქვებითა და რთული კომპოზიციის კრონშტეინებით იმკობა. ფასადის დამაგვირგვინებელ სკულპტურულ ელემენტს, ცენტრალური პარაპეტის ტიმპანში მოქცეული უზარმაზარი ვარდულია. შენობის ზურგის ფასადი ეზოს გადაჰყურებს, სამწუხაროდ, 1995 წელს ეზოში გაჩენილმა ხანძარმა მნიშვნელოვნად დააზიანა ჩრდილოეთი ფასადი და მისი ხის კონსტრუქციებით ამოყვანილი შუშაბანდები, ასევე ინტერიერებიც. დღევანდელი იერსახე ამოშენებულ შუშაბანდებსა და მინაშენებს მოიცავს. ეზო დატვირთულია დამატებითი საცხოვრებელი ფართებით. სარდაფის სართული დაახლოებით 2,20 მეტრია. ეზო პატარაა, გამწვანებისა და კეთილმოწყობის გარეშე. შენობის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა. მართალია სახურავი განახლებული და გამოცვლილია, მაგრამ ნაჟური წყლის მილების არასწორმა დამონტაჟებამ საფასადე კედლების ნალესობა სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო, გაშიშვლებული აგურის წყობიდან წყალი პირდაპირ ინტერიერებში შედის; დანესტილია სარდაფი და პირველი სართულის კედლები; დაზიანებულია საფასადე პლასტიკა, ჩამოტეხილ-გამოქარულია სკულპტურული დეკორი. შენობის ავთენტურობა მეტ-ნაკლებად დაცულია, ძირითადად ცენტრალური ფასადის მხარეს. ქუჩის მხატვრულ-ისტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით და რესტავრაცია-რეაბილოტაციის გზით აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5393
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
საცხოვრისი>>ქალაქური;მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
საცხოვრისი>>ქალაქური;მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.80602957
Y: 41.70420326