CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2720
ObjectID: 2720
ID: 2720
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული საცხოვრებელი სახლის საშენ მასალად აგურია გამოყენებული. ფასადი შელესილი და შეღებილია. 2012 წელს დ. აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა მისი განახლება, ასევე პირველ სართულზე გამოიცვალა სადარბაზოს კარებები და ვიტრინის ჩარჩოები. ნაგებობის ფასადის გაფორმებაში კლასიცისტური ელემენტები იჩენს თავს. პირველის ცენტრში შენობის შესასვლელია ფრონტონით, ლომის და ადამიანისთავიანი კონსოლებით გამოყოფილი. შესასვლელის ჭერი სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში მოიხატა. მეორე სართული სარკმლების ღიობებით იყოფა რიტმულად. თითოეულ მათგანს პროფილირებული საპირე აქვს, ორ-ორი სარკმლის მონაცვლეობით კედლის სიბრტყე დამატებით იტვირთება სტილიზებული პილასტრებით. კარნიზის ქვეშ, კრონშტეინებს შორის გირლიანდების რელიეფურად ამოზრდილი გამოსახულება თითქოს ერთმანეთთან აკავშირებს კრონშტეინებს. მცირე პლასტიკის ნიმუშები ამკობს მეორე სართულის სარკმლებსაც. ზოგად დეკორატიულობას ამავე სართულზე 4 ლითონის აივნის ორნამენტულობაც ემატება. შენობას ასრულებს მანსარდა შვერილი სარკმლებითა და ლითონისა და კედლის სიბრტყის მონაცვლეობით შემქნილი პარაპეტი. სადარბაზოში შემორჩენილია მარმარილოს იატაკი (შავ-თეთრი ფილებით შექმნილი ჭადრაკისებრი ორნამენტი), კიბე და ლითონის მოაჯირი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კიბეებიც და მოაჯირიც ძალიანაა დაზიანებული, ზოგან კი საგანგებოდ დამტვრეულიც კი. ეზოსკენ გამავალი ფასადი სადაა, შელესილი. ნაგებობას აქვს ეზოც, მაგრამ დღეს იგი ნაგავსაყრელადაა ქცეული და უფუნქციოა. ფასადის რეაბილიტაციის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ შეინიშნება ნესტის კვალი თვით ახლადშეღები ფასადზეც კი, თანაც ზედა სართულზე. სარდაფებში წყალია ჩამდგარი, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ნაგებობა საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას მისი ავთენტურობის გათვალისწინებით, რადგან იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქის ისტორიულ-არქტიქტურულ განაშენიანებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4219
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>სასტუმრო;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80450058
Y: 41.7032032